„ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში საერთაშორისო მასშტაბის Adjara fashion week დასრულდა. ბათუმმა ამჯერად პირველი მოდის კვირეულს უმასპინძლა, სადაც 15-მდე დიზაინერმა ზღვისპირა ქალაქის სტუმრებსა და დამსველებელს საზაფხულო კოლექცია წარმოუდგინა. კვირეულისთვის ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო!
”ჰით ბათუმი 2015” ის ფარგლებში კემპინსკიზე კომპანია Fashion Group-ისა და საქართველოს მოდისა და დიზაინის ასოციაციის ორგანიზებით, აჭარაში პირველად საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიება Adjara Fashion Week გაიხსნა. მეორე დღე მაკა კვიციანის ჩვენებით გაიხსნა. აქცენტი ქართულ თემატიკაზე გაკეთდა. სეზონური კოლექციები წარმოადგინეს როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა დიზაინერებმა. აჭარაში ტურისტულ სეზონთან დაკავშრებით მოდის კვირეული 3 დღე გაგრძელდა და 2 აგვისტოს, ძველი ბათუმის ცენტრში, სასტუმრო „პიაცას“ მოედანზე კუტურიე საშა არუთინოვის კოლექციის ჩვენებით დასრულდა.
Adjara Fashion Week–ის აუდიტორიას გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას წარუდგინეს და სამომავლოდ კვირეული ყოველწლიურ სახეს მიიღებს. პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის პოპულარიზაციას, ხელოვნებისა და მოდის განვითარებას, ამავდროულად პროექტის ძირითადი ამოცანაა ქართველ დიზაინერებს მიეცეს შესაძლებლობა საერთაშორისიო მასშტაბით წარადგინონ საკუთარი ნამუშევრები და მოწვეულ ბაიერებს ევროპისა და აზიიდან გააცნონ საკუთარი ნაწარმი, რაც თავის მხრივ ქართული მოდის ინდუსტრიის ხელშეწყობისა და დაწინაურების წინაპირობაა.
ღონისძიების ფარგლებში ბათუმს სხვადასხვა მაღალის დონის სტუმარი ეწვია; კრიტიკოსებს, ბაიერებს, ბლოგერებს, ჟურნალისტებს, რედაქტორებს პოპულარული მოდის გამომცემლობიდან და დიზაინერებს აჭარის მოდის კვირეულმა 3 დღე უმასპინძლა.
აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მოდის კვირეულს ორგანიზატორი საიად საბაევიც სტუმრობდა. „ქართველებს აქვთ სტილის შეგრძნება. მიადვილდება სხვადასხვა ნაციონალებს შორის მათი გამორჩევა. ძალიან გაბედულად იცმევენ კაბას, ფეხსაცმელს... თამამად ირჩევენ აქსესუარებს. დამსავენებლებს ბათუმში ჩამოსასვლელად დამატებით ერთი საბაბი აქვთ: Adjara Fashion Week..“ - აღნიშნავს საიად საბაევი.
Adjara Fashion Week-ის ფარგლებში, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ძალისხმევითა და ფინანსური უზრუნველყოფით ბათუმს ე.წ. ბაიერები ეწვივნენ ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან. მეწარმეობის განვითარების სააგენტო თბილისის მოდის კვირეულებზე აქტიურად იყო ჩართული და ამჯერადაც ხელი შეუწყო ქართული დიზაინერების ნამუშევრებისა თუ კომპანიების ნაწარმის საზღვრებს გარეთ გატანას, რასთან ერთადაც მსოფლიო ბრენდებს შორის კავშირების დამყარებაშიც შეაქვს წვლილი.
Adjara Fashion Week -ი დასრულდა, ”ჰით ბათუმი 2015” პროექტი გრძელდება! აქ ყოველდღე რაღაც ხდება!