კომპანია „მცხეთის წყალი“ ბოდიშს უხდის მომხმარებელს წყლის შეწყვეტით გამოწვეული დისკომფორტისთვის და აცნობებს, რომ რამდენიმე ქუჩისთვის წყალმომარაგების შეწყვეტა წყალსადენის ქსელზე დაზიანების გამო მოხდა.
მცხეთაში, წყალსადენის სხვადასხვა დიამეტრის ქსელებზე კომპანია წყლის წნევის რეგულატორების მონტაჟს ახორციელებს. ავარიული დაზიანება ნატახტრის წყალსადენიდან გამომავალ 500 მმ მაგისტრალურ წყალდენზე წნევის რეგულატორის მონტაჟის პროცესში მოხდა.
ამ დროისთვის „მცხეთის წყალი“ დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს ატარებს, რის გამოც დღეს, 1 აგვისტოს, საღამოს 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდებათ: სააკაძის, კოსმონავტების, შრომის ქუჩებს, ასევე, ფიქრის გორას, სადგურისა და ნარეaკვავის დასახლებებს.
კომპანია „მცხეთის წყალი“ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.