დედაქალაქში „ნიკორას“ სუპერმარკეტების რაოდენობამ 78-ს მიაღწია

დედაქალაქში „ნიკორას“ სუპერმარკეტების რაოდენობამ 78-ს მიაღწია

თბილისში, „ნიკორას“ რიგით 78-ე სუპერმარკეტი, 30 ივლისს,  ქავთარაძის 5 ნომერში გაიხსნა. ყველაზე მრავალრიცხოვანი სავაჭრო ქსელის მფლობელი კომპანია, ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, 120-მდე ობიექტს ფლობს და მომხმარებელს ფაქტობრივად, ყველა მსხვილ რაიონულ ცენტრსა თუ ქალაქში სთავაზობს მომსახურებას.

„ნიკორას“ ახალი სუპერმარკეტი პროდუქციის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ობიექტში წარმოდგენილია კვების პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ჰოგიენის საშუალებების ფართო ასორტიმენტი. სუპერმარკეტი მომხმარებლებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ „ნიკორას“ ქსელი კვლავ ფართოვდება. კომპანია ახალ ობიექტებს დედაქალაქსა და რეგიონებში აქტიურად ხსნის. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, „ნიკორა“ შავი ზღვის კურორტებზეც დამატებითი სუპერმარკეტებითაა წარმოდგენილი.