კომპანია SOCAR Georgia Gas-ი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა“ და „შაჰ-დენიზის“ მილსადენებზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს გაზმომარაგებაში პრობლემებს არ გამოიწვევს.
მილსადენებზე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები ყოველწლიურად ხორციელდება. თუმცა, აღნიშნული პროცესი საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტას არ გამოიწვევს.
მილსადენების ოპერატორი კომპანიები SOCAR-ი და BP-ი დაგეგმილი სამუშაოების შესახებ საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს დაგეგმილი სარებილიტაციო სამუშაოების შესახებ გამაფრთხილებელ შეტყობინებას რამდენიმე თვით ადრე უგზავნიან. როგორც ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ოფიციალურ განცხდებაშია ნათქვამი, "შაჰ-დენზის" სარებილიტაციო სამუშაოები 1-დან 20 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდება და ამ პერიოდში საქართველოს ბუნებრივი გაზი ალტერნატიული, ”ყაზახის” ძველი მილსადენით მიეწოდება.
საქართველოს მოსახლეობას მივმართავთ, რომ გამართული ფუნქციონირების მიზნით მილსადენებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველწლიურად ხორციელდება. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, რომელიც აბონენტებისათვის და მით უმეტეს ქვეყნისათვის ბუნებრივი გაზის შეწყვეტას არ იწვევს.