ბათუმში ”ჰით ბათუმის 2015” პროექტი გრძელდება. 21 ივლისიდან ზღვისპირა ქალაქში ჯაზის დღეები მიმდინარეობს, რომელიც 26 ივლისს დასრულდება.
ჯაზის დღეებმა ბათუმის კოლონადებთან სტარტი 21 ივლისს, ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდის კონცერტით აიღო. კონცერტს, რომელზეც დასწრება ყველა მსურველს უფასოდ შეეძლო, 2 საღამო დაეთმო.
23-26 ივლისს კი შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, რიგით IX შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი იმართება, რომელიც დღეს, 26 ივლისს Snoop Dogg-ის კონცერტით დასრულდება. ბათუმი აღმოსავლეთ ევროპის ერთადერთი ქალაქია, რომელსაც SNOOP DOGG თავისი ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვევა.
გუშინ, ბათუმის ჩოგბურთის კორტები ლიზა სტენსფილდის კონცერტს მასპინძლობდა. 24 ივლისს, განუმეორებელმა და ენერგიულმა ლივ უორფილდმა “ჰით ბათუმი 2015“-ის ჯაზის დღეები ბრწყინვალე კოცერტით შეაზანზარა. ჯაზ-ფესტივალი 23 ივლისს, ჯორჯ კლინტონისა და ლივ ვარფილდის კონცერტებით გაიხსნა.
ლივ უორფილდი ცნობილია ძლიერი ხმითა და დაუვიწყარი პერფორმანსებით. LiV WarfFeld-ის მუსიკალურ გემოვნებაზე ზეგავლენა მოახდინეს შემსრულებლებმა: Nina Simone, Etta James, Tina Turner, Sade, Mary J. Blige. მისი პირველი ალბომი იყო “Embrace Me”, რომელიც 2006 წელს გამოვიდა. მოგვიანებით, ლივ ვორფილდი გახდა პრინცის ჯგუფის „New Power Generation“ წევრი და მონაწილეობა აქვს მიღებული მის ელექტრონულ ლაივ შოუში “NPG Hornz“.
ვორფილდის მეორე ალბომის პროდიუსერი 2014 წელს სწორედ პრინცი იყო. ამავე წელს ლივ ვორფილდმა მუსიკალური შოუს „Soul Train“-ის ჯილდო მიიღო ნომინაციაში „წლის საუკეთესო ახალი მუსიკოსი“.
ლიზა სტენსფილდი 80-90-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი პოპ ვარსკვლავია თავისი მაცდური, სენტიმენტალური ვოკალითა და საცეკვავო პოპ მუსიკით დუეტები აქვს ჯორჯ მაიკლთან და ქვინთან. მისი ოთხი ალბომი გახდა მსოფლიო ჰიტი და გაიყიდა 15 მილიონზე მეტი ეგზემპლიარი.
ჯორჯ კლინტონი Funk მუსიკის ერთ-ერთი პირველი ინოვატორი და ჯგუფების Parliament და Funkadelic - ის შთაგონება. ჯგუფი სცენაზე გამოირჩევა დაუვიწყარი სანახაობით, ორიგინალური კოსტიუმებით და თვალისმომჭრელი პერფორმანსებით.
ლივ ვარფილდი არის ამერიკელი მომღერარილი და კომპოზიტორი, მიმდინარეობა R&B, SOUL, ALTERNATIVE. მას გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხმა თანამედროვე მუსიკის სამყაროში.
ფესტივალის ფარგლებში, კლუბ „Take Five”-ში ბენდთან ერთად კონცერტებს მართავს წარმატებული ქართველი ჯაზ-პიანისტი გიორგი მიქაძე. ბენდის შემადგენლობაშია ცნობილი ამერიკელი DJ, ჰიპ-ჰოპერი, ბერკლის პროფესორი და Okayplayer-ის არტისტი ბრაიან რაიდერ გიორგი მიქაძე მსმენელს სრულიად ახალ, მულტიჟანრულ პროექტს წარუდგენს სახელწოდებით „GIORGI MIKADZE & NYC GROOVE ALIENS Feat. DJ RAYDAR ELLIS“. პროექტში ჯაზის, ფანკის, სოულის, ფიუჟენისა და ჰიპ-ჰოპის ელემენტებია გაერთიანებული.
ასე რომ, საფესტივალი კლუბში კი ბათუმელებმა და დასმვენებლებმა დაუვიწყარი საღამოები გაატარეს.
პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.
„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.
„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.
პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.