ბათუმში ერთ ერთი ყველაზე გემრიელი პიცერია უკვე foodpanda.ge-ზეა!

ბათუმში ერთ ერთი ყველაზე გემრიელი პიცერია უკვე foodpanda.ge-ზეა!

“ფუდპანდა“ ბათუმში ბიზნესს აფართოვებს. ბათუმში ერთ ერთი ყველაზე გემრიელი პიცერია Medea s Pizza Raddison Blu Batumi უკვე ფუდპანდაზეა! შემოიხედეთ  www.foodpanda.ge  -ზე.

სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge  - სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. 2014 წლის 17 ნოემბრიდან „ფუდპანდა“  ბათუმშიც გაფართოვდა! ის მოსწონს ყველას -  ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში.  „ფუდპანდამ“ ბათუმში უკვე აქტიურად აითვისა რესტორნები, და საკვების შეკვეთის სერვისი უკვე მუშაობს ისეთ წერტილებზე, როგორებიცაა “პრივეტ იზ ბატუმა“, „პორტო ფრანკო“, „ბათუმი პიცა“, „ხინკლის სახლი #1“ და „მარკო პოლო.“ „ფუდპანდა“  მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს. კომპანია ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გეგმავს გასვლას.

"ჩვენ გრძელვადიანად ვართ ამ ბიზნესში, და სადაც შესაძლებლობა გვაქვს, მაქსიმალურად ვფართოვდებით. ეს ჩვენი პირველი ნაბიჯია დასავლეთ საქართველოში და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათუმის სტარტმა წარმატებით ჩაიარა, და უკვე ვგეგმავთ ჩვენს იქაურ რესტორანთა ქსელის გაფართოებას. მაგრამ ახლო მომავალში ფოკუსირებულები ვართ თბილისისა და ბათუმის განვითარებაზე" - განმარტავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე.  

foodpanda  მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და  სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის,  ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც   შეგიძლიათ.   foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს  45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.