კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებელს მიმართავს და ატყობინებს, რომ გადახდის სისტემაში წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზი ამ დროისთვის უკვე აღმოფხვრილია. შესაბამისად, წყალმომარაგების მიმდინარე გადასახადის დაფარვა, ნებისმიერი ბანკისა თუ სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, დაბრკოლების გარეშეა შესაძლებელი.
იმ თბილისელ აბონენტებს, რომლებსაც ერიცხებათ მხოლოდ წყალმომარაგების მიმდინარე გადასახადი და მისი დაფარვის ბოლო ვადად 24 ივლისი აქვთ დაწესებული, გადასახადის გადაუხდელობის გამო, ორშაბათს 27 ივლისამდე, ელექტროენერგიის მიწოდება არ შეეზღუდებათ.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებელს შექმნილი დისკომფორტისთვის და თხოვნით მიმართავს, დროულად დაფარონ წყალმომარაგების მიმდინარე გადასახადი.