კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, გადახდის სისტემაში წარმოქმნილი ტექნიკური შეფერხებისთვის, აბონენტებს ბოდიშს უხდის.
რამდენიმე დღეა, თბილისელი აბონენტების მიერ წყალმომარაგების მიმდინარე გადასახადის დაფარვის დროს შეიქმნა გარკვეული ხარვეზი საქართველოს ბანკისა და სწრაფი გადახდის ტერმინალის - „ექსპრესფეის“ გამოყენებისას, თუმცა დავალიანების დაფარვა შესაძლებელია სხვა ბანკებისა თუ სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.
იმ თბილისელ აბონენტებს, რომლებსაც აქვთ მხოლოდ მიმდინარე დავალიანება და გადასახადის დაფარვის ბოლო ვადად 24 ივლისი ფიქსირდება, წყალმომარაგების მიმდინარე გადასახადის გადაუხდელობის გამო, ორშაბათს 27 ივლისამდე, ელექტროენერგიის მიწოდება არ შეეზღუდებათ.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების შესახებ ინფორმაციას მომხმარებელს დაუყოვნებლივ მიაწვდის, როგორც ინდივიდუალურად, SMS-შეტყობინების მეშვეობით, ასევე მედიასაშუალებების, ფეისბუქის გვერდის - Georgian Water and Power - GWP LTD, fficial და ვებგვერდის www.gwp.ge -ს მეშვეობით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს თხოვნით მიმართავს, ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების შემდეგ, დროულად დაფარონ წყალმომარაგების მიმდინარე გადასახადი.