„ნიკორას“ სავაჭრო ქსელში პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადით ჩაანაცვლება მოხდა

„ნიკორას“ სავაჭრო ქსელში პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადით ჩაანაცვლება მოხდა

„ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივას შეუერთდა და მის საკუთრებაში არსებულ სავაჭრო ობიექტებში პოლიეთილენის პარკები ბიოდეგრადირებადით ჩაანაცვლა.

აშნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისში, „ნიკორას“ ერთ-ერთ სუპერმარკეტს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ მურღულია ესტუმრა, მიმდინარე პროცესს პირადად გაეცნო და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

მურღულიას განცხადებით, „ნიკორა" პირველია ქართულ სუპერმარკეტებს შორის, რომელმაც სამინისტროს ინიციატივის ფარგლებში, პოლიეთილენის პარკების ჩანაცვლება განახორციელა. 

შეგახსენებთ, რომ პოლიეთილენით გარემოს დაბინძურების პრობლემა აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის. პოლიეთილენის პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წელი სჭირდება - მაშინ, როდესაც ბიოდეგრადირებადი პარკი 3- 6 თვიდან იწყებს დაშლას.