საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე დევნილ სპორტსმენებს შეხვდნენ.
სოზარ სუბარმა და ვახტანგ ყოლბაიამ ახალგაზრდა სპორტსმენებს წარმატებები უსურვეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
დევნილი ახალგაზრდები ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტის სხვადასხვა სახეობებში იასპარეზებენ, კერძოდ: დიანა ზოლოტუხინა, საბა სოსელია, მარი ჩაკაბერია და დათო ლუკავა მძლეოსნობაში, თათია გადელია -ხელბურთში, ოთარ პერტაია- კალათბურთში, ხოლო ანა მაქაცარია ჩოგბურთში.
2015 წლის 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე საქართველოს დედაქალაქი უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებას - ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. თბილისს 50 ქვეყნის 6 ათასი ახალგაზრდა სპორტსმენი ეწვევა.