კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ხელმძღვანელობა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - “მტკვარი II: წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ხელშეწყობა მტკვრის აუზში“ - წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი, პროექტის დოკუმენტის შემუშავების პირველად ეტაპზე, კომპანიასა და პროექტის ხელმძღვანელებს შორის, საჭირო ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და მტკვრის აუზში წყლის მდგრადი ინტეგრირებული მართვის გაძლიერებისა და ხელშეწყობისათვის ურთიერთთანამშრომლობის გზების დასახვა იყო.
შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა წყლის კონსერვაციის, წყლის რაციონალური მოხმარების და დანაკარგების შემცირების ხელშეწყობა.
პროექტის დაწყების სავარაუდო თარიღი 2016 წლის მაისია.