"ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელი აქტიურად განაგრძობს გაფართოების პროცესს.
ამჯერად, ,,ნიკორას“ ახალი სუპერმარკეტი დღეს, თბილისში, კრწანისის 14 ნომერში, 18 საათზე, საზეიმოდ გაიხსნება.
როგორც ,,ნიკორაში“ აცხადებენ, ახალი სუპერმარკეტი მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში მოემსახურება და პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტის პარალელურად ჰიგიენის საშუალებებსა და ყოველდღიური მოხმარების საოჯახო ნივთებს შესთავაზებს.
უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების მაქსიმალურად კომფორტული პირობები, მუდმივი ინოვაციები და მომხმარებელზე ორიენტირება განაპირობებს, რომ დღეს, ჩვენი ქსელი ყველაზე მოთხოვნადია - ამბობენ „ნიკორას“ სუპერმარკეტში.
კომპანია ტრადიციას არ ღალატობს და ამჯერადაც, გახსნაზე მოსულ სტუმრებს გემრიელი დეგუსტაციით გაუმასპინძლდება.
შეგახსენებთ, რომ ნიკორა, ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე მრავალრიცხოვანი სუპერმარკეტების ქსელის მფლობელია. ამჟამად, კომპანიის საკუთრებაში 110-ზე მეტი სუპერმარკეტია.