ქართველებს უყვართ ევროპული, იაპონური, ჩინური, ინდური, ამერიკული და რა თქმა უნდა, ქართული სამზარეულო. თუმცა ხაჭაპური სწორედ ის გამონაკლისია, რომელზეც უარს არასოდეს ამბობენ!
საინტერესოა ცვლილებები ყოველდღიურობაში, განსაკუთრებით კი საკვების არჩევისას, თუმცა გასათვალისწინებელია ერთი დეტალი - როცა რამის შეცვლას გადაწყვეტთ აირჩიეთ ყველაზე მარტივი გზა - ესტუმრეთ www.foodpanda.ge -ს. ფუდპანდა და მისი პარტნიორები მომხარებელს ყოველდღიურად სიურპირზს სთავაზობენ.
შენ რომელი ხაჭაპური გიყვარს? მეგრული, იმერული გურული თუ აჭარული? ფუდპანდა ხაჭაპურის ფართო არჩევანს გთავაზობთ. გაიგე რას ამბობს თქვენი საყვარელი ხაჭაპური თქვენზე... ამის გარკვევაში ფუდპანდა დაგეხმარებათ!
ამჯერად ფუდპანდა პარტნიორთან სახაჭაპურე #1 ერთად ხაჭაპურის ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ. აირჩიეთ თქვენთვის საყვარელი ხაჭაპური სახაჭაპურე #1 -დან და შეუკვეთეთ ონლაინ ფუდპანდას დახმარებით. გამოიყენეთ მისი შესაძლელობები და სახლიდან გაუსვლელად მიირთვით.
ქართულ კულინარიაში ხაჭაპურის მომზადების არაერთი რეცეპტი მოიპოვება. ამჯერად წარმოგიდგენთ გემრიელი მეგრული ხაჭაპურის მარტივ რეცეპტს.
რეცეპტის ინგრედიენტები: 200 გრამი ხაჭაპურის ცომი 100 გრამი ფქვილი 2 ცალი კვერცხი 70 გრამი კარაქი 200 გრამი სულგუნი.
მომზადების წესი: გააცხელეთ ღუმელი 200-220C გრადუსზე. ხაჭაპურის შიგთავსის მოსამზადებლად გახეხეთ სულგუნი და გადაინახეთ 50 გრამი. დანარჩენი 150 გრამი ყველი კი მოათავსეთ თასში და ჩანგლით შეურიეთ 1 ცალი კვერცხი 50 გრამ კარაქთან ერთად. მეორე კვერცხის გული განაცალკევეთ ცილისგან და გათქვიფეთ. მოზილეთ ხაჭაპურის ცომი (იხილეთ ხაჭაპურის ცომი მომზადების წესი) ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე, დაასვენეთ 10 წუთით და შემდეგ გააბტყელეთ. ცომის ცენტრში მოათავსეთ ხაჭაპურის შიგთავსი, შეუკარით პირი, ამოატრიალეთ და ფრთხილად გააბრტყელეთ ხელებით. დაუტოვეთ პატარა ნახვრეტი ორთქლის ამოსასვლელად. გადაანაწილეთ გადანახული 50 გრამი გახეხილი ყველი ხაჭაპურის ზედაპირზე. ცომის კიდეებს და ყველიან ზედაპირს ალაგ-ალაგ მოაცხეთ გათქვეფილი კვერცხის გული. საცხობ ლანგარს მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი, მოათავსეთ მასზე მეგრული ხაჭაპური, შედგით გახურებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ, ზევიდან მოაცხეთ დარჩენილი 20 გრამი კარაქი.
გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!...
foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.