აქციები ევროპაში (VIDEO)

აქციები ევროპაში (VIDEO)

გადაწიეთ არჩევნების დღე ემიგრანტებისთვის და გახსენით დამატებითი საარჩევნო უბნები-ამ მოთხოვნებით უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა საპროტესტო აქციები გამართეს. ბრიუსელი და ათენი-ამ ქალაქებში ემიგრანტები ერთდროულად შეიკრიბნენ. საქართველოს მოქალაქეების არგუმენტი ასეთია-1 ოქტომბერს ანუ ორშაბათს მათთვის სამუშაო დღეა, რის გამოც ისინი ემიგრანტებისთვის არჩევნების კვირა დღეს გადმოტანას ითხოვენ.

პრობლემას ქმნის ის გარემოებაც, რომ მხოლოდ დედაქალაქებში გახსნილ საარჩევნო უბნებზე სხვა ქალაქებში მცხოვრები ადამიანები მანძილის გამო ხმის მიცემას ვერ მოახერხებენ. ათენში გამართული აქციის მონაწილეები მოგვიანებით ქართული ოცნების აქტივისტებს შეხვდნენ და მათ ხმის მიცემასთან დაკავშირებული პრობლემები გააცნეს.