SOCAR Georgia Gas-ი მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

SOCAR Georgia Gas-ი მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

კომპანია SOCAR Georgia Gas-ის მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოსათვის აზერბაიჯანის მხრიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ, არ ეთანხმება და აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

SOCAR Georgia Gas-ი აცხადებს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, ენერგეტიკის სფეროში მრავალი წლის წინ დაწყებული სტრატეგიული თანამშრომლობა გრძელდება და არანაირი საფრთხე ამ ურთიერთთანამშრომლობას არ ემუქრება, რასაც გაზმომარაგების კუთხით სახელმწიფო კომპანიებს შორის გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებები ადასტურებს.

SOCAR Georgia Gas-ი თხოვნით მიმართავს მედიასაშუალებებს გადამოწმების გარეშე აღნიშნული ტიპის ინფორმაციების გავრცელებისგან თავი შეიკავონ, რადგან არასწორად გავრცელებულმა ინფორმაციამ შესაძლოა საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა გამოიწვიოს.

19 ივლისს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობკომპანიების დაჯარიმების მიზეზით შესაძლოა საქართველოს აზერბაიჯანიდან გაზმომარაგების პრობლემა შეექმნას.