ქართველებს უყვართ ევროპული, იაპონური, ჩინური, ინდური, ამერიკული და რა თქმა უნდა, ქართული სამზარეულო. ასევე არის შემთხვევები როცა უარს არ ვამბობთ სწრაფ კვებაზეც...
საინტერესოა ცვლილებები ყოველდღიურობაში, განსაკუთრებით კი საკვების არჩევისას, თუმცა გასათვალისწინებელია ერთი დეტალი - როცა რამის შეცვლას გადაწყვეტთ აირჩიეთ ყველაზე მარტივი გზა - ესტუმრეთ www.foodpanda.ge -ს. ფუდპანდა და მისი პარტნიორები მომხარებელს ყოველდღიურად სიურპირზს სთავაზობენ.
ამჯერად, ფუდპანდა სწრაფი კვების ფართო არჩევანს გთავაზობთ.
გიყვართ სენდვიჩები? ფუდპანდა პარტნიორი „საბვეისთან“ ერთად სენდვიჩების ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ. 20 სენდვიჩი, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ! აირჩიეთ თქვენთვის საყვარელი სენდვიჩი „საბვეისგან“ და შეუკვეთეთ ონლაინ ფუდპანდას დახმარებით. გამოიყენეთ მისი შესაძლელობები და სახლიდან გაუსვლელად მიირთვით.
გთავაზობთ ესპანური სენდვიჩის რეცეპტს
მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 4 ნაჭერი თეთრი პური, 2 თავი ხახვი, 4ც. მსხვილი ტკბილი წიწაკა, 1ს/კ ზეთი, 1/2 ლიმონი, 1 ს/კ ტომატის კეტჩუპი, 1 მწიკვი შაქარი, 4 ნაჭერი მაგარი ყველი, გაფქული წითელი წიწაკა დანის წვერით, მარილი.
მომზადების წესი: ხახვი და ტკბილი წიწაკა დაჭერით მრგვლად და მოდაღეთ ზეთში დარბილებამდე. მარინადისთვის ხახვი, კეტჩუბი, შაქრი და მარილი აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ მოდაღული ხახვი და ტკბილი წიწაკა და დატოვეთ მთელი ღამით.შეწვით პურის ნაჭრები, დაალაგეთ ხახვი და წიწაკა მარინადიდან, ზემოდან დაადეთ ყველის ნაჭრები. შედეთ სენდვიჩები ჰაერღუმელში რამდენიმე წუთით.
გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!...
foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.