ჩუღურეთის რაიონის მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები

ჩუღურეთის რაიონის მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები

ჩუღურეთის რაიონის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 133 ობიექტზე მიმდინარეობს.

2015 წლის დასაწყისიდან დღემდე ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ შემოტანილი 334 განცხადება დააკმაყოფილა. აქედან 200 საცხოვრებელ სახლზე სამუშაოები უკვე დასრულდა. დამტკიცებული პროექტების საერთო ღირებულება დაახლოებით 3 მილიონი ლარია.

უახლოეს პერიოდში დასრულდება ჩხეიძის N12 და ჩხეიძის N11-ში ავარიული სახლების გამაგრებითი სამუშაოები. 55 103 ლარის ღირებულების სამუშაოების ფარგლებში გამაგრდა სახლის საძირკველი, კედელი კი ლითონის ბადით მოიჭიმა. სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობა 2015 წლის ბიუჯეტიდან 85%-ით დააფინანსებს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა კი პროექტების ღირებულების მხოლოდ 15%-ს გადაიხდის. აღნიშნულ მისამართებზე 25 ოჯახი ცხოვრობს.

ჩუღურეთის რაიონში 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის დასაფინანსებლად სულ 4 250 000 ლარია გამოყოფილი.