კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გაცნობებთ, რომ ავარიულად დაზიანდა გლდანის სატუმბო სადგურიდან გამომავალი წყალსადენის 400 მმ-იანი ქსელი. ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები.
დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 17 ივლისის 20:00 საათიდან 18 ივლისის დილის 8 საათამდე (08:00) წყალმომარაგება შეუწყდება:
გლდანის V, VII და VIII მ/რ-ებს, სოფ. გლდანს, გიორგიწმინდასა და ბერთუბანს, ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.