მთის საჩუქარი  ბარს

მთის საჩუქარი ბარს

"თუ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად მოდის მათთან!".

ამ დევიზით და  ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ გენერალური სპონსორობით,მუშტაიდის პარკში, თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო - „მთის საჩუქარი ბარს“ გაიმართა.ღონისძიების მიზანია პოპულარიცაზია გაუწიოს მთის კულტურას, გააცნოს თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს მთის ფოლკლორი, ხელი შეუწყოს მთაში ტურიზმის განვითარებას.  კონცერტში, ტრადიციულად, საქართველოს მთის რეგიონში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები და ფოლკლორისტები მონაწილეობდნენ.

საღამოზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული რეცეპტით დამზადებული ლუდი "ხევსურული".