13 ივნისის დაზარალებულთა დახმარების ფონდში თანხა 8 მილიონი ლარით გაიზარდა

13 ივნისის დაზარალებულთა დახმარების ფონდში თანხა 8 მილიონი ლარით გაიზარდა

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის სრული ანგარიში 13 ივნისს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით (16 ივლისის მონაცემებით)

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 13 ივნისს მომხდარ სტიქიით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დაზარალებულთა დახმარებისა და ქალაქის რეაბილიტაციის მიზნით, სპეციალურად შექმნილ  საბანკო ანგარიშებზე 100- ზე მეტი კომპანიის მიერ უკვე 18 მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული და გაცემულია სხვადასხვა სახის საჭირო პროდუქცია, მათ შორის სასმელი წყალი, ფარმაცევტული და სამშენებლო მასალა.  თანხის ზრდა ბოლო კვირაში დამატებულმა საერტაშორისო ფონდი „ქართუ“-ს  კონტრიბუციამ განაპირობა.

სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი წარმოგიდგენთ სრულ ანგარიშს 16 ივლისის მონაცემებით:

კომპანიების მხრიდან ფინანსური კონტრიბუციის სრული ანგარიში 25 ივლისის მონაცემებით შეადგენს 18, 151, 277 ლარს:

1.     საერთაშორისო ფონდი „ქართუ“ – 8 მილიონი ლარი

2.     შვეიცარული კომპანია „SICPA” –ს ქართული წარმომადგენლობა „SICPA Security Solutions Georgia LLC”  - 25 000 ლარი

3.     საუდის არაბეთის პრინცი ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზ ალ საუდი- დასახმარებლად 300 000 აშშ დოლარი გამო

4.     კომპანია "GWS" და ღვინო "ძველი თბილისი" – 10 000 ლარი

5.     სასტუმრო „ლეოგრანდი“-15 000 ლარი

6.     „ქართუ ბანკი“ – 2.250.000 ლარი

7.     თანაინვესტირების ფონდი-500 000 ლარი

8.     Petrocas Energy Group და მისი მთავარი აქციონერი დავით იაკობაშვილი - 200 000 ლარი

(Petrocas Energy Group მერიის ანგარიშზე გადარიცხავს 75 000 ლარს, ხოლო ზოოპარკის აღსადგენად ჯგუფის დახმარება შეადგენს 25 000 ლარს. თავის მხრივ ჯგუფის მთავარმა აქციონერმა დავით იაკობაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება იგივე მიზნით თავისი პირადი ანგარიშიდან გაიღოს დახმარება და ასევე 75 000 ლარი გადარიცხოს მერიის სპეციალური ანგარიშზე, ხოლო ზოოპარკს 25 000 ლარით დაეხმაროს)

9.     Adjara Group - 100 000 ლარი

10.   „ჯორჯიან მანგანეცი“ – 500 000 ლარი

11.   ბიზნესმენი ზურა წერეთელი - 100 000 დოლარი

12.   კომპანია "ვულე ვუ" - 5 000 ლარი

13.   სს მისო ,,კრისტალი“ - 5 000 ლარი

14.   შპს "ზოდი პლიუსი" - 4000 ლარი

15.   ლევან კობიაშვილის საერთაშორისო ფონდი "კობი და მეგობრები" - 10 000 ლარი

16.   სამორინე “ივერია” - 20 000 ლარი

17.   ქობულეთში მცხოვრები კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი - 110 000 ლარი

(100 000 ლარს თბილისის მერიის დახმარების ფონდში გადარიცხავს, ხოლო 10 000 ლარს მიიღებს გმირულად დაღუპული მაშველის ოჯახი, რომელიც გმირთა მოედანზე სამაშველო ოპერაციის დროს დაიღუპა)

18.   გია გვარამიას კლინიკა (შპს "ესთელაინი“)  - 3000 ლარი

19.   კომპანია  “ლიდერბეთი” – 10 000 ლარი

20.   პაშა ბანკი - 10 000 ლარი

21.   კომპანია „ტოიოტა“ – 10 000 ლარი

22.   „ვითიბი ბანკი“ და ფონდი „ვითიბი ჯენერეიშენი“ – 207 575  ლარი

(რეკომენდაციის საფუძველზე ფონდმა უკვე დაიწყო თანხების გამოყოფა იმ პროექტებზე, რომლებიც ყველაზე მეტად და სასწრაფოდ საჭიროებს დახმარებას. თანხის ნაწილი გადაირიცხება თბილისის ზოოპარკის ანგარიშზე და ნაწილი მოხმარდება „მომავლის სკოლის“ აღდგენით სამუშაოებს)

23.   ნატახტარი - 20 000 ლარი

24.   „ჯეოსელი“ - 50 000 ლარი

25.   „ბარვილ ჯორჯია“ - 10 000 ლარი

26.   „ემ ეს სი ჯორჯია“ - 10 000 ლარი

27.   შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ და მისი გენერალური კონტრაქტორი, კომპანია „აზერიოლსერვისი“ - 30 000 ლარი

28.   პროგრეს ბანკი - 50 000 ლარი

29.   ავერსი - 100 000 ლარი

30.   კომპანია "მინიკრედიტი" - 3000 ლარი

31.   კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯია“ – 5000 ლარი

32.   თეგეტა - 10 000 ლარი

33.   დიპლომატ ჯორჰია - 10 000 ლარი

34.   „საქპატენტი“ – 1 000 000  ლარი

35.   „ბილაინი“- 20 000 ლარი

36.   PSP- 100 000 ლარი

37.   თიბისი ბანკი - 50 000 ლარი

38.   GPC – 25 000 ლარი

(კომპანიის თანამშრომლების სახელით 15 000 ლარი გადაირიცხა დაზარალებულთა დასახმარებლად. თავად კომპანიამ კი 10 000 ლარი გადარიცხა დაზარალებულთა დახმარების ფონდში)

39.   საქართველოს ბანკი - 1 000 000 ლარი

40.   ბანკი "რესპუბლიკა" ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი"- 30 000 ლარი

41.   პროკრედიტ ბანკი- 30 000 ლარი

42.   ლიბერთი ბანკი- 100 000 ლარი

43.   ვისოლ ჯგუფი - 10 000

44.   ნიკორა-20 000 ლარი

45.   „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“- 25 000 ლარი

46.   სოკარი- 50 000 ლარი

47.   თეგეტა მოტორსი -5000 ლარი

48.   "დიუთი ფრი ალიანსი" - 10 000 ლარი

49.   „რაკია ჯგუფი“- 20 000 ლარი

50.   საპარტნიორო ფონდი - 50 000 ლარი

51.   კომპანია "ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზია"- 10 000 ლარი

52.   „ბარამბო“ - 15 000 ლარი

53.   IDS ბორჯომი - 20 000 ლარი

54.   კომპანია „ზედაზენი“ - 15 000 ლარი

55.   ევროპაბეთი - 50 000 ლარი

56.   მაგთი- 50 000 ლარი

57.   სილქ როუდ ჯგუფი- 50 000 ლარი

58.   იმედი L – 25 000 ლარი

59.   „სპარ ჯორჯია“ - 10 000 ლარი

60.   „არქი ჯგუფი“ - 10 000 ლარი

61.   აჩი, შოთი და რევაზ არველაძეების საქველმოქმედო ფონდი -  5,000 ლარი

62.   "სახელმწიფო აუდიტის სამსახური"- 50,000 ლარი

63.   კომპანია „სარაჯიშვილი“ - დაღუპული მაშველის ოჯახს 10 000 ლარი

64.   53-ე სკოლა - 850 ლარი

65.   მე-20 სკოლა, მე-5 კლასი - 600 ლარი

66.   შპს დიდუბე 95 – 2000 ლარი

67.   წისქვილის ჯგუფი - 2000 ლარი

68.   შპს სუზანდა - 2000 ლარი

69.   ბოტანიკური ბაღი - 10 000 ლარი

70.   გალფი- 200 000 ლარი

71.   კაზინო აჭარა - 100 000 ლარი

72.   კომპანია დეშელი - 5000 ლარი (კვირის განმავლობაში შემოსულ თანხას დამატებით ისევ გადარიცხავენ ფონდში)დავით

73.   ფონდი „იავნანა“ – 5000 ლარი

74.   პაატა ბურჭულაძე - 5000 ლარი

75.   გლდანის შაურმა - 5000 ლარი

76.   ავტო კრედიტი - 1000 ლარი

77.   ჰანიველ პარტნერს საქართველო - 20 000 ლარი

78.   სს "ლელო" - 5 000 ლარი

79.   დავით გაგუას კლინიკა - 5000 ლარი

80.   ვახო ნიკოლეიშვილი, სალომე გოგიაშვილი - 5000 ლარი

81.   ბაკო მოტორსი - 500 ლარი

82.   ლალი ბირკაძე - 200 ლარი

83.   ქართულ - ამერიკული სკოლა, მე-3 კლასი - 650 ლარი

84.   კომპანია ჰუალინგი - 150 000 ლარი

85.   სარეკლამო კომპანია აუთდორ - 15 000 ლარი

86.   შპს ლევანტო - 1000 ლარი

87.   სენაკის გამგეობა - 10 000 ლარი

88.   მესტიის მაჟორიტარ-დეპუტატი - 3000 ლარი

89.   კომპანია ნატალი - 2000 ლარი

90.   UniCredit.ge- 2000 ლარი

91.   კომპანია “იბერკომპანი” – 10 000 ლარი

92.   კომპანია "გებრუდერ ვაის" - 10 000 ლარი

93.   ჩინეთის სინჯიანის პროვინციის ხიდების, გვირაბებისა და გზების მშენებლობის საერთაშორისო კორპორაციის ოფიციალური წარმომადეგენლობა - 80 000 ლარი

94.   GAA group Zestafoni Ferro/Chiatura Mine – 500 000 ლარი; კომპანიის თანამშრომლები - 15 000 ლარი

95.   ქართველი ემიგრანტები - 10 000 დოლარი

96.   კომპანია "გლობალფარმი"  - 10,000 ლარი

97.   RMG Gold - 1 000 000 ლარი

98.   იბერკომპანი - 10 000 ლარი

99.   აუდიტორიული კომპანია PwC საქართველო -10 000 ლარი

100. ჯეპრა - 5 000 ლარი

 

ინიციატივები და მიმდინარე აქტივობების სრული ანგარიში 18 ივლისის მონაცემებით:

1.     თბილისის მერიასთან კოორდინირებული მუშაობით, 13 ივნისის ღამის წყალდიდობისას დატბორილ და დაზიანებულ ობიექტებს, რომელთა შორისაა ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია და სვანიძის ქუჩაზე არსებული რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, კომპანია „სუფთა სამყარო“, უსასყიდლოდ ასუფთავებს მათ და ატარებს დეზინფექციას, საჭიროების შემთხვევაში

2.     „თიბისი ბანკმა“ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდინოს სტიქიის შედეგად დაზარალებულ ფიზიკურ პირთა სესხების ანულირება, რაც ნიშნავს, რომ 13 ივნისს დაზარალებულებს, რომლებიც აღრიცხული არიან ქ. თბილისის მერიის მიერ შედგენილ ოფიციალურ სიაში, აღარ მოუწევვთ თიბისი ბანკში არსებული სესხების დაბრუნება.

3.     „დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში სტიქიის შედეგად დაზარალებულ შვილიან ოჯახებს უფასოდ დაასვენებს და ხელს შეუწყობს მათ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას

4.     კომპანიამ Adjara Group, რომელიც აერთიანებს სასტუმროებს,  ჰოლიდეი ინნ, რუმს თბილისი, რუმს ყაზბეგი და აჭარაბეთი, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს გადასცა პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები საკვებთან ერთად.

5.     "სანტე" რძის პროდუქტებით დაეხმარა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს და მათი ოჯახის წევრებს

6.     "გურიელი" დაზარალებულ ადამიანებს და მოხალისეებს ამარაგებს პროდუქტებით.

7.     კომპანია "ნატახტარმა" სტიქიის ადგილას მომუშავეთა დასახმარებლად გამოყო ხელთათმანები, ტომრები, ლიმონათი, წყალი საკვები და ქოლგები

8.     „სილქროუდ ჯგუფში“ შემავალმა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიამ” დაზარალებულებისთვის საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები, წყალი და საკვები გამოყო. ასევე ამავე ჯგუფში შემავალმა კომპანია "სილქნეტმა" დაზარალებულის პატარებისთვის საჭირო ნივთები - 2000 ლარის ღირებულების ჰიგიენური საშუალებები, ბავშვთა კვების, ტკბილეულისა და წიგნების მიწოდება უზრუნველყო, ასევე გააგზავნა საკვები და საჭირო ნივთები მოხალისეებისთვის

9.     "IDS ბორჯომი  საქართველო" და ბრენდი „მიტარბი“ წყლით და მინერალური სასმელით ამარაგებს დაზარალებულებს და მოხალისეებს

10.   კომპანია "ზარაფხანა"  დაზარალებულ ოჯახებს ამარაგებს ყველაზე მეტად საჭირო ჰიგიენური და პირველადი მოხმარების პროდუქტებით, საკვებითა და საჭირო ჭურჭლით

11.   „ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელმა მოხალისეებს და დაზარალებულებს პროდუქტები მიაწოდა,  ასევე დაზარალებულ ოჯახებს 20 000 ლარის ღირებულების სასურსათე ვაუჩერები გადასცა. ასევე, კომპანიამ  მოხალისეებს და დაზარალებულებს პროდუქტები მიაწოდა

12.   USAID/REAP-ის გრანტის მიმღებმა ფერმერთა მომსახურების ცენტრებმა: „აგროსერვისმა“, „აგროქართლმა, „აგროვიტამ“ და „ინდ. მეწარმე ზურაბ თეთვაძე“ ვაკის რაიოინის გამგეობას უსასყოდლოდ გადასცეს ბარები, სამუშაო ხელთათმანები და ურიკები გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად

13.   კომპანია "ბელუქსი" 13 ივნისს დაზარალებულ 15 ოჯახს ახალ ფართში შესახლებისთანავე გადასცემს 3-3 ათასი ლარის ღირებულების ვაუჩერს

14.   კომპანია "დიპლომატ ჯორჯია" 13 ივნისს დაზარალებულ ოჯახებს 10 000 ლარის ღირებულების ჰიგიენური და პირველადი მოხმარების პროდუქტებით ამარაგებს

15.   "ჯიპიაი ჰოლდინგი" უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ბავშვებს საზაფხულო ბანაკებში დასვენების ხარჯებს დაუფინანსებს. ასევე, სტიქიით დაზარალებულ დაზღვეულებს ზარალს კვირის ბოლომდე სრულად აუნაზღაურებს! ზარალის ანაზღაურება ფრანშიზის გარეშე მოხდება - დაზღვეულები კომპენსაციას 100%-ით მიიღებენ

16.   „ბიბლუსი ქიდს” ბავშვების დატოვებასა და გართობას უზრუნველყოფს.

17.   კაფე „სსსრ“ გასცემს ტანსაცმელსა და საკვებს.

18.   საერთაშორისო სკოლა „ბაქსვუდი“  პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფს დაზარალებულებს

19.   „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი“ უზრუნველყოფს დაზარალებული სტუდენტების ან აბიტურიენტების უფასო სწავლას

20.   გასართობი ცენტრი „ქლოქ“ უზრუნველყოფს დაზარალებული ბავშვების უფასო გართობას 1 თვის მანძილზე

21.   კომპანია “აქვა გეო” მოხალისეებს  სასმელი წყლით უზრუნველყოფს

22.   კაფე „მანდარინი“ დაზარალებულ ოჯახებს გასცემს საკვებ პროდუქტებს

23.   „ლილო მოლი” დაზარალებული ოჯახებისთვის გამოყოფს საკვებ პროდუქტებს.

კომპანია ,,ლილო მოლის“ ორგანიზებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, სადაც შეგროვდება მეწარმეთა მიერ შემოწირული საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები დაზარალებულთა დასახმარებლად. უამრავი მეწარმე მხარში ამოუდგა დაზარალებულებს და მონაწილეობა მიიღო დაზარალებულთა დახმარების საქველმოქმედო აქციაში.

ამასთანავე კომპანია ”ლილო მოლი” რიცხავს თანხას სპეციალურ საქველმოქმედო ფონდში. ასევე "ლილო მოლი" აგროვებს ზოოპარკისთვის დასახმარებლად განკუთვნილ ნივთებს, რომელიც გადაეცემა თბილისის ზოოპარკს.

24.   „საქართველოს რაგბის კავშირი“ - 17 ივნისის მატჩიდან შემოსულ თანხას სრულად გადარიცხავს დახმარების ფონდში

25.   ილიაუნის კაფეტერია „უნიფუდი“ - უზრუნველყოფს 70 ადამიანის სრულყოფილ ერთჯერად კვებას. სტიქიით დაზარალებული მოზარდებისთვის გაიმართება ერთკვირიანი საზაფხულო სკოლები. სკოლაში მონაწილე მოზარდებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სრულად უზრუნველყოფს სამჯერად კვებას, სასწავლო მასალებს, ტრანსპორტირებას და ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს

26.   „სპარ ჯორჯია“ და „სუპრემო“ უზრუნველყოფს 4500 ლიტრ წყალს და 1 ტონა სხვადასხვა კატეგორიის საკვებს

27.   „ბაზისბანკი“ რამდენიმე დაზარალებულ ოჯახს უზრუნველყოფს საცხოვრებლით, ასევე ბანკი შეიძენს სპეციალურ აღჭურვილობას და ინვენტარს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისთვის

28.   „თოლია“ დაზარალებულთათვის გასცემს საკუთარ პროდუქციას

29.   Tax დავინჩი - დაზარალებულთა ოჯახებს ეხმარება ტრანსპორტირებაში

30.   კომპანია "ნატახტარმა" სტიქიის ადგილას მომუშავეთა დასახმარებლად გამოყო ხელთათმანები, ტომრები, ლიმონათი, წყალი საკვები და ქოლგები

31.   „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ გასცემს სხვადასხვა ტიპის პროდუქტს

32.   „თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის” სტუდენტები და თანამშრომლები პირველადი მოხმარების ნივთებისა და ტანსაცმლით ამარაგებენ დაზარალებულებს

33.   „კაპაროლ ჯორჯია“  წყალდიდობის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლებისა და ბინების რეაბილიტაციის ეტაპზე გამოყოფს 20 000 ლარის ღირებულების (6 ტონა) სამშენებლო საღებავებსა და საგრუნტავ მასალებს

34.   კომპანია „ავერსში“ დაზარალებულები უფასოდ მიიღებენ ყველა საჭირო მედიკამენტს და ისარგებლებენ "ავერსის კლინიკის" სამედიცინო მომსახურებით. ამასთანავე, კომპანიას განზრახული აქვს, შეისწავლოს სტიქიით დაზარალებულთა დასაქმების საკითხი და შეძლებისდაგვარად გამოძებნოს რესურსი უმუშევართა დასაქმებისთვის

35.   კომპანია "აქსისმა" გამოყო სამშენებლო ტექნიკა და ადამიანური რესურსი, რომელიც იმუშავებს ქალაქის რეაბილიტაციაზე, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციამდე

36.   კომპანია "ელიტ ელექტრონიქსმა" მოხალისეებისთვის გამოყო წყალი და დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარი, ხოლო სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს მუდმივ საცხოვრებელში გადაყვანისთანავე გადასცემს პირველადი საჭიროების საყოფაცხოვრებო ტექნიკას,  კერძოდ გაზქურასა და  მაცივარს

37.   „ალდაგი“ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი 25 ოჯახისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკას, კერძოდ მაცივრებსა და ტელევიზორებს შეიძენს. ალდაგი  აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და სხვა შესაბამის სტრუქტურებთან, რათა დროულად მოხდეს დაზარალებულთათვის  ნივთების გადაცემა. კომპანია ასევე, ერთჯერად 5000 ლარიან ფულად დახმარებას გაუწევს 13 ივნისის სტიქიის დროს გმირულად დაღუპული მეხანძრე-მაშველის, 37 წლის ზურაბ მუზაშვილის ოჯახს. აღსანიშნავია, რომ ალდაგი წელს 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება გააუქმოს დაგეგმილი ყველა საიუბილეო ღონისძიება და აღნიშნული  თანხა მხოლოდ  სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს მოხმარდებათ

38.   ჰიპერმარკეტის ქსელმა „გუდვილმა“ დახმარება გაუწია სასტუმრო „აისბერგსა“ და „ტეხასში“ განთავსებულ უსახლკაროდ დარჩენილ 55 ადამიანს საჭირო ნივთებით

39.   ბრიტანულ–ქართული საბავშვო ბაღი ,,ეი ბი სი' მზადაა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს გაუწიოს დახმარება და მიიღოს მათი პატარები ,,ეი ბი სი'–ს ნებისმიერ ფილიალში უსასყიდლოდ, სასწავლო წლის დასრულებამდე (30 ივლისამდე).

40.   „მედი ქლაბმა“ კლინიკაში შეაგროვა თანხა დაზარალებულებისთვის საჭირო ნივთების შეძენის მიზნით. გარდა ამისა, მედი ქლაბი უზრუნველყოფს დაზარალებულთა სამედიცინო მხარდაჭერას.

41.   კომპანია “CBD DEVELOPMENT” პროექტ “ისთ ფოინთ”-ის სახელით მოხალისეთა ჯგუფს  საჭირო სამუშაო აღჭურვილობით დაეხმარა. ასევე, დაზარალებული ოჯახებისათვის ვაკის გამგეობას ბალიშები, საბნები და პლედები გადასცა

42.   „ჯინო ფერედაისის“ ერთ-ერთი მფლობელი მზადააა უსახლკაროდ დარჩენილ ერთ ოჯახს შეუძინოს ბინა და მისი კეთილმოწყობის ხარჯებიც გაიღოს

43.   „ანაგმა“ გამოყო ადამიანური რესურსები და სპეც. მანქანები სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის

44.   "გალფმა" აღდგენითი სამუშაოებისთვის გამოყო 10 ტონა საწვავი

45.   „სოკარმა“ აღდგენითი სამუშაოებისთვის გამოყო 10 ტონა საწვავი

46.   „რომპეტროლმა“ აღდგენითი სამუშაოებისთის გამოყო 20 ტონა საწვავი

47.   „ჰაიდელბერგცემენტმა“ 50 ტონა ცემენტსა და 100 კუბ. მ. ბეტონი გადასცა ქალაქ თბილისის მერიას დაზარალებულთა დასახმარებლად და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და რეაბილიტაციისთვის

48.   „ფრესკო“ იღებს ვალდებულებას დახმარება გაუწიოს თითოეულ დაზარალებულ ოჯახს და მოამარაგოს ისინი  საჭირო საკვები პროდუქტებით

49.   "ბანკი რესპუბლიკა, ჯგუფი სოსიეტე ჟენერალის"თაოსნობით დაზარალებული ოჯახებისათვის შეგროვილი პირველადი მოხმარების საგნები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას გადაეცა ბენეფიციართა დახმარებისთვის

50.   სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი 25 ოჯახისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკას, კერძოდ, მაცივრებსა და ტელევიზორებს შეიძენს.

51.   „სმარტი“ საკვებითა და ჰიგიენური საშუალებებით მოამარაგებს უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, „ვენდისი“ და „დანქინ დონატსი“ კი უფასოდ უმასპინძლებენ დაზარალებულ ბავშვებს

52.   კომპანიამ "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" 10 000 ლარის ოდენობის პირველადი მოხმარების ნივთები გამოყო

53.   კომპანიამ "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" უფასო კვების პუნქტები გახსნა მოხალისეებისათვის

54.   GPC   მედიკამენტებით და ჰიგიენური საშუალებებით დაეხმარა დაზარალებულებს

55.   კომპანია „კრედო“ გამოთქვამს სურვილს, დაზარალებული ოჯახის სტუდენტებს დაუფინანსოს სწავლება

56.   „ასსა ჰოლი“ საკვები პროდუქტებით დაეხმარა დაზარალებულებს

57.   სასტუმროები სადაც დაზარალებულები განთავსდნენ: „მერლინი“, „ხიბლი“ , „ლევილი“, „ბახტრიონის 11ა“, „444“ , აისბერგი“ „ტეხასი“. ქუთაისში სასტუმრო “აია” მზადაა შეიფაროს დაზარალებულები და ქუთაისში ტრანსპორტირების ხარჯსაც სასტუმრო დაფარავს

58.   „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ გამოთქვამს მზადყოფნას 13 ივნისს სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაციები ჩაუტაროს. მომსახურებას დაზარალებულები როგორც ცენტრის შენობაში, ასევე ფსიქოლოგების ჯგუფის ადგილზე მისვლით მიიღებენ.

59.   კომპანია „foodpanda“ დაეხმარა დაზარალებულების ოჯახებს და  1 კვირის განმავლობაში, ყოველი შეკვეთიდან 10% გადაირიცხა დაზარალებულთა დახმარების ფონდში

60.   ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი მზადყოფნას აცხადებს დაეხმაროს სტიქიით დაზარალებულ ყველა იმ ადამიანს ვისთანაც არის ენდოკრინული პათოლოგია

61.   „მეტრა დეველოპმენტი“ 1  ოჯახს, რომლის სახლიც არ ექვემდებარება აღდგენას, ბინით უზრუნველყოფს

62.   ბიზნესმენი რომან ფიფია დაზარალებულ რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელ ფართს შეუძენს

63.   „ლისი დეველოპმენტმა“ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საკუთარი მუშა-ხელი და სპეც. ტექნიკა გამოიყვანა.

64.   ფარმაცევტული კომპანია PSP დაზარალებულ ოჯახებს მედიკამენტებით, ჰიგიენური საშუალებებით და პირველადი მოხმარების პროდუქტებით ამარაგებს

65.   საქართველო ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე 2 ოჯახს სახლის შეძენას დაპირდა

66.   "ფუდმარტი" და "იოლი გასტრონომია" დაზარალებულებს დიდი მოცულობის საკვები პროდუქციითა და ჰიგიენური საშუალებებით დაეხმარა

67.   კომპანა „ალტა“ და „ოქეი“ დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გამოყოფენ პირველად საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

68.   რუსუდან ფეტვიაშვილმა, გია გუგუშვილმა,  ნიკო ცეცხლაძემ და ქეთი მატაბლიმ საქველმოქმედო მარათონს საკუთარი ნახატები გადასცეს

69.   სუხიშვილებმა აუქციონზე გამოიტანეს ნინო რამიშვილის ვერცხლის ზარდახშა

70.   „თბილისი მოლმა“ თანამშრომლების ერთი დღის ხელფასი გადარიცხა დაზარალებულთა დასახმარებლად, ასევე მოლში დადგმულია საქველმოქმედო ყუთები

71.   „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ გამოსაშვები საღამოს თანხა სრულად ჩაირიცხა დაზარალებულთა დასახმარებლად

72.   „ბორჯომი“ მოხალისეებს მინერალური წყლით ამარაგებდა

73.   „დომუსი“ - ოჯახის სახლების რეაბილიტაციას უზრუნველყოფს

74.   „დავით გაგუას კლინიკა“ საჭიროების შემთხვევაში გამგეობასთან შეთანხმებით დაზარალებულებს გაუწევს უფასო სამედიცინო მომსახურებას

75.   „კომპანია ჰუალინგმა“ სპეც ტექნიკა გამოიყვანა სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.

76.   ეთერ დალაქიშვილი დაზარალებულებს უფასოდ დაასვენებს ურეკში

77.   კავკასიის უნივერსიტეტი ჰუმანიტარული ნივთებით დაეხმარა დაზარალებულებს საბურთალოს და ვაკის გამგეობაში, და ასევე სასტუმრო ლევილში ერთ კონკრეტულ ოჯახს დაეხმარა. (ჰუმანიტარულ ნივთებში ძირითადად იყო ჰიგიენის საშუალებები, საკვები პროდუქტი და ტანისამოსი). ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უზრუნველყო წყლით და საკვებით მზიურის ტერიტორიაზე და ვაკის სასაფლაოზე მომუშავე მოხალისეები

78.   Vivus.ge-ს თანამშრომლების ერთიანი ძალისხმევით შეგროვდა თანხა, რომლითაც შეძენილ იქნა ფაფები, საკვები ბოთლები და ჰიგიენის საშუალებები (პამპერსები, შამპუნები, შხაპის გელები, კრემები, ტალკი) დაზარალებული მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. საქონელი გადასანაწილებლად ვაკის გამგეობას გადაეცა. გარდა ამისა, დაზარალებული ოჯახებისთვის შეიკრიბა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვა ნივთები

79.   კომპანია "ედრესმა“ სასტუმრო ლევილში 15 დაზარალებული ოჯახი კვებით, პირველადი დახმარების ნივთებით უზრუნველყო,მზიურსა და ზოოპარკში გაწმენდით სამუშაოებში თანამშრომლების ჯგუფები ჩართო, მოხალისეები კვებით უზრუვნელყო და ასევე კომპანიამ გამგეობას გადასცა 40 ნიჩაბი და მუყაოს ყუთები.

80.   თბილისის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე ტოკიოში, ქალბატონი ნინო ანანიაშვილის პირადი ნივთები იქნა გამოტანილი. ღონისძიების დროს შეგროვილი თანხა 201,000YEN(≒1,627USD), მთლიანად გადაირიცხა დაზარალებულთა დახმარების ფონდში

81.   „საქართველოს ბავშვები“ უფასო ფსიქოლოგიურ მომსახურებას გაუწევენ დაზარალებულ ბავშვებს, მოზარდებსა და მათ მშობლებს

82.   ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი „კამარა“ მძიმე სამუშაოს შემდეგ ყველა მაშველს ჩაუტარებს ფსიქოლოგიური დახმარების სწრაფ კურსს

83.   მაღაზიათა ქსელმა "სუფთა სახლი" დაზარალებული ოჯახები საწმენდი და სარეცხი საშუალებებით მოამარაგა

84.   PwC საქართველოს თანამშრომლებმა 3 640 ლარი შეაგროვეს მოხალისეებისთვის საჭირო აღჭურვილობის - ბოტების, რესპირატორების, სამუშაო ხელთათმანების, წყლისა და საკვების შესასყიდად

85.   „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლებმა ვაკის რაიონის გამგეობასა და სვანიძის ქუჩაზე გახსნილ საგანგებო შტაბში, ასევე ბავშვთა ქალაქ „მზიურში“, სტიქიით დაზარალებულები და გაწმენდით სამუშაობში მონაწილე მოხალისეები საკვები პროდუქტებით, სასმელი წყალით, წვენებით და ცივი ყავით მოამარაგა

ფინანსური კონტრიბუციისთვის:

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილი საბანკო ანგარიშები მოცემულია სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის facebook გვერზე https://www.facebook.com/csrclubgeorgia?fref=ts

ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ზოოპარკის ფეისბუქ გვერდზე  https://www.indiegogo.com/projects/support-tbilisi-zoo-recovery#/story

CSR კლუბი პასუსხისმგებლობას იღებს, თავი მოუყაროს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას, რომელიც ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით გავრცელდება, მოამზადოს ყოველდღიური ანგარიში და უზრუნველყოს ამ ანგარიშის მედიისთვის მიწოდება. (ან მისი მედიაში გავრცელება).  გთხოვთ,  მოგვაწოდოთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება თქვენი კომპანიის მიერ ფულადი ან სხვა რესურსებით გაწეულ დახმარებას.