პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა N16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულება გახსნეს, რომელიც 1048 მსჯავრდებულზეა გათვლილი.
სრულად რეაბილიტირებული და ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებული დაწესებულების გახსნას ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, მთავრობის წევრები, ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს ხელმძღვანელი საქართველოში ტრეისი ნევილი და ვისკონსინის სასჯელაღსრულების უწყების დელეგაცია დაესწრო.
რეკონსტრუქციის შედეგად, დაწესებულებაში გარემონტდა საცხოვრებელი კორპუსები, რომლებშიც მოეწყო დასასვენებელი სივრცეები, დაწესებულების პოპულაციის რაოდენობაზე გათვლილი საშხაპეები, სამრეცხაო-საშრობები, საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, სტანდარტის დაცვით, თითეულ მსჯავრდებულზე გამოიყო 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, ყველა სართულის ფლიგელში განთავსებულია სოციალური სამსახურის სამუშაო ოთახები. იატაკი მოპირკეთდა სპეციალური საფარით, რომელიც ზამთარში სითბოსა და სიმშრალეს