კომპანია „ზედაზენმა“ „იქს ფაქტორის“ კონკურსანტებს უმასპინძლა

კომპანია „ზედაზენმა“ „იქს ფაქტორის“ კონკურსანტებს უმასპინძლა

მუსიკალურ პროექტ „იქს ფაქტორის“ კონკურსანტებს პროექტის გენერალურმა სპონსორმა, კომპანია „ზედაზენმა“ უმასპინძლა.

კონკურსანტმა მომღერლებმა დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, საწარმო გულმოდგინედ დაათვალიერეს და ნანახით კმაყოფილები დარჩნენ.

„იქს ფაქტორის“ კონკურსანტების თქმით, ისინი „ზედაზენის“ პროდუქციის მომხმარებლები არიან, თუმცა როგორ მზადდებოდა მათი საყვარელი სასმელები, არ იცოდნენ და დღეს მაქსიმალური ინფორმაცია მიიღეს.

კომპანია „ზედაზენი“ ყოველთვის ზრუნავს მაღალ ხარისხსა და პროდუქციის მრავალფეროვნებაზე.