თიბისი გალერეაში გიუნტერ ბეხლერისა და გაი იოსტის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

თიბისი გალერეაში გიუნტერ ბეხლერისა და გაი იოსტის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

15 ივლისს, 18:00 საათზე, თიბისი გალერეაში საქართველოში შვეიცარიის ელჩის,  გიუნტერ ბეხლერისა და გაი იოსტის წიგნის „დემოკრატიის შენება“ პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნი აერთიანებს ბეხლერის ესეებსა და შთაბეჭდილებებს საქართველოზე და გაი იოსტის ფოტოილუსტრაციებს დემოკრატიაზე.

წიგნში შესულ ფოტოებს დამთვალიერებელი პრეზენტაციის პარალელურად, გამოფენაზე იხილავს.

წიგნიცა და ფოტოებიც დემოკრატიზაციის პროცესისა და მისი სხვადასხვაგვარი გამოვლინების ერთგვარი ილუსტრაციაა.

გთხოვთ, მობრძანდეთ!

მის: მარჯანიშვილის 7, IV სართული