თელავში ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები ჯერ სცემეს, შემდეგ დააკავეს. დაზარალებულია პანკისის 3 მკვიდრი-ხიზილ ბორჩაშვილს, ხიზილ ქუშანაშვილსა და ხიზილ გურგაშვილს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც კოალიციის აქციიდან სახლში ბრუნდებოდნენ. ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ სამართალდამცავებმა ნაცემები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და 2 საათის შემდეგ გაუშვეს, თავდამსხმელები კი ამ დრომდე არ დაუკითხავთ. ერთ-ერთი დაზარალებული დამატებითი გამოკვლევებისთვის თბილისში ჩამოიყვანეს. მომხდარს ,,ქართული ოცნება" პროვოკაციად და პოლიტიკურ დევნად აფასებს. ნახეთ რეპორტაჟი თელავიდან.