კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აღმაშენებლის ხეივანში, 1400 მმ-იან მე-6 მაგისტრალურ წყალდენზე მესამე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. კომპანია მაგისტრალის კიდევ ერთ, ახლადშეცვლილ 300-მეტრიან მონაკვეთს 14 ივლისს, დილიდან, წყალმომარაგების სისტემასთან მიაერთებს და ექსპლუატაციაში გასაშვებად მოამზადებს. სამუშაოების ჩატარება წყალსადენის მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას ითხოვს.
ამ მიზნით, 14 ივლისის 10:00 საათიდან 15 ივლისის 18:00 საათამდე სასმელ წყალს გარკვეული პერიოდულობითა და მონაცვლეობით მიიღებს:
ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილი, ვაჟა-ფშაველას კვარტლები, ნუცუბიძის ქუჩა და მ/რაიონები, ქავთარაძის, ზაქარიაძისა და მათი მიმდებარე ქუჩები
ჭავჭავაძის გამზირის ზედა ნაწილი, წყნეთის გზატკეცილი და ბაგები, ვაკისა და მთაწმინდის რაიონების ზოგიერთი ქუჩა, ასევე, წყნეთი, ოქროყანა, წავკისი და მიმდებარე სოფლებს
აღმაშენებლის ხეივნისა და სოფელი დიღმის ნაწილი.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.
წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე -
http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.