ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებსა და სამედიცინო პერსონალს შორის მიმდინარე რეფორმის ფონზე ეფექტური და კოორდინირებული თანამშრომლობის საკთხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ევროპის საბჭოს ექსპერტი იორგ პონტი, ევროკავშირის ექსპერტი პიტერ ნაქსი, სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ციხის დირექტორები და მთავარი ექიმები ესწრებოდნენ. სამუშაო რეჟიმში მხარეებმა მიმდინარე რეფორმა საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროპულ პრაქტიკასთან შესაბამისობის კუთხით განიხილეს.
შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა სისტემის თანამშრომელთა მობილიზებულ და კოორდინირებულ მუშაობაზე გააკეთა აქცენტი. „სისტემაში რევოლუციური ცვლილებები მიმდინარეობს, ჩვენი მთავარი მიზნის მისაღწევად და საუკეთესო დასავლური პრაქტიკის ჩვენს სინამდვილეში დასანერგად, მთავარი ძალა უწყების თანამშრომლები და მათი პროფესიონალიზმია. მოვუწოდებ თითოეულ თქვენგანს, რომ ენერგია არ დაიშუროთ დასახული ამოცენების წარმატებით განხორციელებისთვის. პენიტენციური სამსახურისა და სამედიცინო პერსონალის კოორდინაცია იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ ჩვენ შევძლოთ მსჯავრდებულთა მომსახურების, მათი უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან მისადაგება,“- აღნიშნა მინისტრმა.
ციხის ჯანდაცვის სფეროში ევროპის საბჭოს ექსპერტმა, ვენის უნივერსიტეტის დოქტორმა, იორგ პონტმა სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები პოზიტიურად შეაფასა. „ მინდა გითხრათ, რომ სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა