15 ივლისს, 21 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში, 13 ივნისს მომხდარი, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, საქველმოქმედო საერთაშორისო სოლიდარობის აქცია-კონცერტი სახელწოდებით- „ცა მეტია, ვიდრე 13“, გაიმართება. აქციის საინიციატივო ჯგუფს - ნიკოლოზ შენგელაია, დავით საყვარელიძე, დავით ევგენიძე, გიორგი ხუციშვილი, ირაკლი კაკაბაძე, ირაკლი გოგია და გიორგი კვაბზირიძე წარმოადგენს. მისი მიზანი, საზოგადოების ყველა წევრის, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის გაერთიანებასა და გააქტიურებას, სტიქიის მიერ დაზარალებულთა დასახმარებლად ემსახურება. აქციის ფარგლებში როკ და პოპ კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას 21 ცნობილი, წარმატებული, ქართული ბენდი მიიღებს. ხელოვნების საერთაშორისო სოლიდარობის აქცია, შემდეგი ტელეკომპანიების - “იმედი,“ „საზოგადოებრივი მაუწყებლობა“, “GDS” პირდაპირ ეთერში იქნება ტრანსლირებული, მარათონის მსვლელობისას იქნება ჩართლი მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი, რომლის საშუალებითაც თითოეულ მოქალაქეს, სურვილის შემთხვევაში საშუალება ექნება დააფიქსიროს სოლიდარობა სტიქიით დაზარალებულთა მიმართ სატელევიზიო ეთერში მითითებულ სატელეფონო ნომერზე ზარის განხორციელებით .
საორგანიზაციო ჯგუფის სახელით, მოგმართავთ თხოვნით, გამოიჩინოთ კეთილი ნება, შეიტანოთ თქვენი წვლილი ამ კეთილშობილურ საქმეში და ქვემოთ მითითებულ საბანკო ანგარიშზე (თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში) გადმორიცხოთ თანხა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. თქვენს მიერ გაწეული ქველმოქმედება დაფიქსირდება ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საქველმოქმედო კონცერტის მსვლელობის დროს წამყვანების მიერ.
http://help.tbilisi.gov.ge/#/default/accounts
საკონტაქტო პირი:
გიორგი კვაბზირაძე +(995) 599 022 277
ოლინა აბრამიშვილი +(995) 577 213 342
ანა ჩანგიანი +(995) 555 934 934