„ფოლკლორული მუსიკის პოპულარიზაცია ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს...“

„ფოლკლორული მუსიკის პოპულარიზაცია ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს...“

„ჰით ბათუმი 2015“ ფოლკლორის დღეებით 6 ივლისს დაიწყო და 12 ივლისამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები ქუთაისის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხულოს, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედას და ბათუმის მუნიციპალიტეტბიდან, ასევე სახელმწიფო ანსამბლები: სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი "რუსთავი", აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, სახელმწიფო ანსამბლი "ბასიანი". ისინი საინტერესო ნომრებს წარადგენენ ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ხულოსა და ბათუმის ღია სცენებსა და თეტრებში.

„ფოლკლორი მუსიკის უნიკალური ჟანრია, რომელიც უცხოელების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, შესაბამისად, მისი  პოპულარიზაცია ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს,”- მიაჩნიათ ფესტივალის ორგანიზატორებს.

“საამაყოა, რომ ისეთი მასშტაბური ფესტივალი, როგორიცაა „ჰით ბათუმი 2015“  6 ივლისს სწორედ „ფოლკლორის დღეებით“ დაიწყო. 12 ივლისამდე გაიმართება 14 კონცერტი და მონაწილეობას მიიღებს 30-ზე მეტი ფოლკლორული ანსამბლი. „ჰით ბათუმი 2015“  ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ქალაქ ბათუმში და ჩვენი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნავს საქართველოს ფოლკლორის სახელმწფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე.

დღეს, ქედას ღია სცენაზე  ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა სიმღერის ფოლკლორული ანსამბლი "ელესა" , ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი "ბეთლემი", ქედის კულტურის ცენტრთან არსებული 

გოგონათა სიმღერის ფოლკლორული ანსამბლი "იაგუნდი" და სახელმწიფო ანსამბლი "ბასიანი"  საუკეთესო მუსიკალურ ნომრებს წარმოადგენენ.

მნიშვნელოვანია, რომ „ფოლკლორის დღეების“ ფარგლებში გამართულ კონცერტებზე დასწრება ნებისმიერ  მსურველს უფასოდ შეეძლება.

ფოლკლორის მოყვარულებს დიდი სანახობა ელით. „ფოლკოლირს დღეები“ კიდევ 3 დღე გაგრძელდება და 12 ივლისს დასრულდება.  ამ დღეს შუახევში სპეციალურ ნომრებს წარადგენენ სიმღერის ანსამბლები -"შუახევი", "ჭვანა", "მარეთი", ქორეოგრაფიული ანსამბლები "ზე-კართან", "ფესვები", "კახორი" (ხარაგაული).დასასრულს,  ბათუმის საზაფხულო თეატრი სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს "რუსთავს" უმასპინძლებს.

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

 „ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის  განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი  სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული

ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.