„ჰით ბათუმი 2015“ ფოლკლორის დღეებით 6 ივლისს დაიწყო და 12 ივლისამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები ქუთაისის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხულოს, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედას და ბათუმის მუნიციპალიტეტბიდან, ასევე სახელმწიფო ანსამბლები: სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი "რუსთავი", აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, სახელმწიფო ანსამბლი "ბასიანი". ისინი საინტერესო ნომრებს წარადგენენ ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ხულოსა და ბათუმის ღია სცენებსა და თეტრებში.
„ფოლკლორი მუსიკის უნიკალური ჟანრია, რომელიც უცხოელების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, შესაბამისად, მისი პოპულარიზაცია ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს,”- მიაჩნიათ ფესტივალის ორგანიზატორებს.
“საამაყოა, რომ ისეთი მასშტაბური ფესტივალი, როგორიცაა „ჰით ბათუმი 2015“ 6 ივლისს სწორედ „ფოლკლორის დღეებით“ დაიწყო. 12 ივლისამდე გაიმართება 14 კონცერტი და მონაწილეობას მიიღებს 30-ზე მეტი ფოლკლორული ანსამბლი. „ჰით ბათუმი 2015“ ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ქალაქ ბათუმში და ჩვენი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნავს საქართველოს ფოლკლორის სახელმწფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე.
დღეს ხელვაჩაურის ღია სცენაზე ფოლკლორული ანსამბლი "ათძალი", ქორეოგრაფიული ანსამბლი "კოლხეთი" და ანსამბლი "კოლხა" წარსდგნენ. საღამოს კი ბათუმელებსა და მის სტუმრებს ანსამბლი „ბათუმი“ უმასპინძლებს. ხვალ, 10 ივლისს, ქედას ღია სცენაზე ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა სიმღერის ფოლკლორული ანსამბლი "ელესა" , ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი "ბეთლემი",
ქედის კულტურის ცენტრთან არსებული გოგონათა სიმღერის ფოლკლორული ანსამბლი "იაგუნდი და სახელმწიფო ანსამბლი "ბასიანი" საუკეთესო ნომრებს შეასრულებენ. მნიშვნელოვანია, რომ „ფოლკლორის დღეების“ ფარგლებში გამართულ კონცერტებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება.
ფოლკლორის მოყვარულებს დიდი სანახობა ელით. „ფოლკოლირს დღეები“ კიდევ 3 დღე გაგრძელდება და 12 ივლისს დასრულდება. ამ დღეს შუახევში სპეციალურ ნომრებს წარადგენენ სიმღერის ანსამბლები -"შუახევი", "ჭვანა", "მარეთი", ქორეოგრაფიული ანსამბლები "ზე-კართან", "ფესვები", "კახორი" (ხარაგაული).დასასრულს, ბათუმის საზაფხულო თეატრი სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს "რუსთავს" უმასპინძლებს.