დღეს დილით, თემქაზე, თბილისის ზღვის ასახვევთან, საგზაო სამუშაოების განხორციელებისას, გზების მშენებელმა ერთ-ერთმა კომპანიამ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის 1400 მმ-იანი მაგისტრალი ავარიულად დააზიანა, რის გამოც დიღმის მასივს, თემქისა და მუხიანის დასახლებების, ასევე, ნაძალადევის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება ამ დრომდე შეზღუდული აქვს.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ბრიგადები, ავარიის უმოკლეს დროში სალიკვიდაციოდ, დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ. აღდგენითი სამუშაოები საღამოს 9 საათისთვის (21:00) დასრულდება. შესაბამისად, აღნიშნულ უბნებს წყლის მიწოდება საღამოს 9 საათიდან ეტაპობრივად აღუდგება.
დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე -http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.