მეცნიერებათა აკადემია გიწვევთ თავდაცვის მინისტრთან შესახვედრად

მეცნიერებათა აკადემია გიწვევთ თავდაცვის მინისტრთან შესახვედრად

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია 2015 წლის 9 ივლისს, 14:00 საათზე გიწვევთ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრთან თინათინ ხიდაშელთან. მინისტრი შეხვდება მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობას, აკადემიური საბჭოს წევრებს და თანამშრომლებს. შეხვედრის მიზანია ერთობლივი სამომავლო პერსპექტივების და ურთიერთთანამშრომლობის გეგმების დასახვა.