ფრიდონ თუდუა: „დარწმუნებული ვარ დავით სერგეენკო ბოლომდე მიიყვანს პირველადი ჯანდაცვის რეფორმას“

ფრიდონ თუდუა: „დარწმუნებული ვარ დავით სერგეენკო ბოლომდე მიიყვანს პირველადი ჯანდაცვის რეფორმას“

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის  ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ფრიდონ თუდუა ჯანდაცვის მინისტრის ახალ ახალ ინიციატივას გამოეხმაურა.

 

„რაც გაკეთდა საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით, ეს  მართლაც უდიდესი მნიშვნელობის საქმეა. ასევე,  C   ჰეპატიტის პროგრამაც,რადგანაც უფასოდ, თითქმის  ერთ მილიარდამდე აჩუქო ქვეყანას, შენს მოსახლეობას და უშველო ამ ადამიანებს, დამეთანხმებით, მართლაც დიდი ამბავია.

 აი, რაც შეეხება  პირველად  ჯანდაცვას,მე ამის თაობაზე არაერთხელ მქონია საუბრები  ბატონ დავით სერგეენკოსთან.  რასაკვირველია,  მეტად საჭირო და აუცილებელია  ზრუნვა პირველად ჯანდაცვაზე.    საბჭოთა კავშირის დროს, კარგად იყო განვითარებული  პირველადი ჯანდაცვა, არსებობდა  პოლიკლინიკების  ქსელი, თითქმის ყველა  სოფელში  იყო გახსნილი სამედიცინო პუნქტები. ეს  ძალიან კარგი იყო მოსახლეობისთვის. შემდეგ ეს ყველაფერი დაინგრა და ყოველი ახალი მინისტრი, რომელიც კი  მოდიოდა ჩვენი უწყების სათავეში,  ვითომ,იწყებდა პირველადი ჯანდაცვით, მაგრამ დღემდე არაფერი გაკეთებულა. მე,როგორც კლინიკის ხელმძღვანელს, მჯერა, რომ  ბატონი დავითი ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს.  

პირველადი  ჯანდაცვა, რასაკვირველია, გულისხმობს ნაადრევ  დიაგნოსტიკას.  მოგეხსენებათ, მთელ მსოფლიოში როგორ იზრდება ონკოლოგიური ავადმყოფების  რაოდენობა და  მათ შორის, ჩვენთანაც.  სამწუხაროდ,  ონკოლოგიური ავადმყოფი ექიმთან  დაგვიანებით  მიდის.  პროფილაქტიკის ნაადრევი დიაგნოსტიკის შემთხვაში კი  ასეთი დაავადებების გამოლენის  პროცენტი მეტად მაღალია და შესაბამისად,  მკურნალობაც, შედეგის მომტანი.  თუ სახელმწიფომ  პირველდი ჯანდაცვაც  აიღო თავის თავზე,  ეს იქნება  წინ გადადგმული ნაბიჯი საერთო ჯანდაცვის განვითარებისთვის“, – აცხდებს თოდუა.