ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში თავისი უკანასკნელი აქტივიც გაყიდა. აგროსამრეწველო კორპორაცია Arco International Group- მა შეიძინა. Arco International Group-ის პრეზიდენტი ფრანჩესკო პიოვანეტტი დღეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. „ სოფლის მეურნება ჩვენი პრიორიტეტია. გვქონდა საკმაოდ საინტერესო და საქმიანი საუბარი. მათ გაუჩნდათ ინტერესი საქართველოშიც განახორციელონ ინვესტიციები. ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრეთ და იმედი გვაქვს, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“ - განაცხადა ფრანჩესკო პიოვანეტტისთან შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა