„ნიკორას“ ქსელი თბილისსა და რეგიონებში კვლავ აქტიურად ფართოვდება. მიმდინარე კვირას, კომპანია 3 ახალი სავაჭრო ობიექტის გახსნას გეგმავს. ახალი სუპერმარკეტები დედაქალაქსა და აჭარის რეგიონში - კერძოდ, ბათუმში გაიხსნება.
სავაჭრო ობიექტების გახსნა შემდეგი თანმიმდევრობით მოხდება:
8 ივლისი, 20:00 სთ - ბ. კვერნაძის #12 (სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
9 ივლისი, 20:00 სთ - ც. დადიანის #87
10 ივლისი, 19:00 სთ - ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის #34.
როგორც „ნიკორაში“ აცხადებენ, ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა და ახალი სუპერმარკეტების გახსნა კვლავ მხიარულ, გემრიელ და საინტერესო გარემოში მოხდება. კომპანია შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი წარმოების პროდუქციითაც გაუმასპინძლდება.
თბილისის სუპერმარკეტებში მომხმარებელს ქართული და უცხოური წარმოების კვების პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტის შეძენის შესაძლებლობა ექნება. ბათუმის სავაჭრო ობიექტში, კვების პროდუქტების პარალელურად, ჰიგიენის საშუალებებისა და ყოველდღიური მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთების ასორტიმენტიც იქნება წარმოდგენილი.
ახალი სუპერმარკეტები მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.