ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015”-ის ცეცხლი  მესტიას ეწვია

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015”-ის ცეცხლი მესტიას ეწვია

ოლიმპიური ცეცხლის მოგზაურობა, მთელი საქართველოს მასშტაბით, გრძელდება. 7 ივლისს, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015”-ის ცეცხლი  მესტიას ეწვია.

ათენის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა ძიუდოში, ნესტორ ხერგიანმა ოლიმპიურ ცეცხლი ქალაქში შეიტანა. ესტაფეტაში მონაწილეობა მიიღეს: მიშა გოშთელიანმა, აფი გიგანმა, ფატი იოსელიანმა და  გვანცა ჯაფარიძემ. რის შემდეგაც, დევნილთა და განსახლების  მინისტრმა სოზარ სუბარმა მესტიის ცენტრალურ მოედანზე ოლიმპიური ცეცხლი სპეციალურ თასში საზეიმოდ აანთო.

მესტიის ცენტრალურ მოედანზე ქართველი მომღერლების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა.

ოლიმპიური ცეცხლი მესტიაში რამდენიმე დღე დარჩება,  შემდეგ კი ესტაფეტა ქობულეთში გაგრძელდება.

მიმდინარე წლის 26 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით,  თბილისში  ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის განმავლობაში დედაქალაქს  49 ქვეყნიდან 3800 მონაწილე ესტუმრება.