კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გაცნობებთ, რომ თემქაზე, თბილისის ზღვის ასახვევთან, საგზაო სამუშაოების განხორციელებისას, გზების მშენებელმა ერთ-ერთმა კომპანიამ დააზიანა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის 1400 მმ-იანი მაგისტრალი. კომპანიის ტექნიკურმა ბრიგადებმა ოპერატიულად დაკეტეს მარეგულირებელი ურდულები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ავარიის გამო წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს დიღმის მასივს, თემქის დასახლების, ნაძალადევის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონების ნაწილს.
წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებელს მოგვიანებით მიაწვდის.
დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე -http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.