გიორგი გორგოძის განცხადება

გიორგი გორგოძის განცხადება

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის კონფერენციას

2012 წლის დე­კემ­ბერ­ში კო­ლე­გე­ბის მხრი­დან მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე - კენ­ჭი მე­ყა­რა სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტად.

მას შემ­დეგ ორ­წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი გა­ვი­და, რო­მელ­მაც ბევ­რი და­ი­ტია,  მათ შო­რის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბი და კარ­გად გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის­გან მოგ­ვრი­ლი სი­ხა­რუ­ლი სჭარ­ბობ­და. იმე­დია,  გაგ­რძელ­დე­ბა ასო­ცი­ა­ცი­ის სა­გა­მომ­ცემ­ლო პრო­ექ­ტი "ქარ­თუ­ლი სპორ­ტის დი­დი სა­ხე­ლე­ბი",  რომ­ლის ფარ­გლებ­ში ორ წე­ლი­წად­ში 11 წიგ­ნი გა­მო­ი­ცა; ან "სილ­ქსპორ­ტმე­დი­ას­თან" ერ­თად მომ­ზა­დე­ბუ­ლი და ეთერ­ში გა­სუ­ლი 30 ტე­ლე­გა­და­ცე­მა ქარ­თუ­ლი სპორ­ტის გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ხე­ე­ბის შე­სა­ხებ.

აქამ­დე ასე ვი­ცო­დი და მჯე­რო­და, რომ სპორ­ტი აერ­თი­ა­ნებ­და,  მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ­მა გახ­ლე­ჩი­ლო­ბამ და სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მამ ზო­გა­დად სპორ­ტში და მის სარ­კე­ში - სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­შიც იჩი­ნა თა­ვი.

ასო­ცი­ა­ცი­ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა არა მარ­ტო თქვენ მი­ერ არ­ჩე­უ­ლი ლი­დე­რის, არა­მედ ჩვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წევ­რე­ბის მუ­შა­ო­ბის­თვის მზა­ო­ბას და თა­ნად­გო­მას ემ­ყა­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ,  სა­პი­რის­პი­რო მა­გა­ლი­თე­ბიც გვაქვს, რო­ცა სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რეს­თა ჯგუ­ფის მი­ერ ან­გა­ჟი­რე­ბულ მე­დი­ა­მო­სამ­სა­ხუ­რე­თა მეშ­ვე­ო­ბით, მე­დი­ა­ში ად­გი­ლი ჰქონ­და ფაქ­ტე­ბის მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს, ტე­ლე­ე­თე­რის დაბ­ლოკ­ვას, "შავ პი­არს" და ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­ში უც­ნა­უ­რად ინ­ტერ­პრე­ტი­რე­ბუ­ლი "თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის" გა­მო,  ფაქ­ტობ­რი­ვად,  პა­სუხ­გა­უ­ცე­მე­ლი რჩე­ბო­და.

აღარ ღირს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, მი­ჯობს,  ის კარ­გი და­ვი­მახ­სოვ­რო,  რაც კო­ლე­გებ­თან ერ­თობ­ლივ საქ­მი­ა­ნო­ბი­სას ცო­ტა არ იყო და ამი­სათ­ვის დი­დი მად­ლო­ბა მათ!

მინ­და და­ვუბ­რუნ­დე აქ­ტი­ურ და არ­ტა­ხე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფალ ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას, სა­დაც არ­ჩე­ვით პოს­ტზე ყოფ­ნის გა­მო არ ვიქ­ნე­ბი შეზ­ღუ­დუ­ლი გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში. თქვენ­და­მი მო­მარ­თვის შემ­დეგ, ვიხ­სნი პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას. ვრჩე­ბი სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის აქ­ტი­ურ წევ­რად და ქო­მა­გად.

ბო­ლოს­კენ უპ­რი­ა­ნია ერ­თი გა­მოთ­ქმის პა­რაფ­რა­ზი: ამ პი­რო­ბებ­ში მე გა­ვა­კე­თე, რაც შე­მეძ­ლო. მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი, თუ უკე­თეს პი­რო­ბებ­ში ამას სხვა უკეთ გა­ა­კე­თებს.

პატივისცემით, გიორგი გორგოძე. 06.07.2015