ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-ის ხელშეწყობით საქართველომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება დაიწყო. ამასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გაახსნა.
,, კონფერენცია მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, მთავარი მაინც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის დასაწყისის მიმიდინარეობა და გარკვეული შეფასებაა. პროექტი იმ ადამიანების გადაუდებელი მკურნალობას ითვალისწინებს,რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც რამდენიმე თვეშიც კი საფრთხე დაემუქრებოდა . რეგისტრირებულია 6000-მდე პაციენტი , ამ წუთისათვის მკურნალობას გადის 1700 პაციენტი,უახლოეს დღეებში ჩაერთვება კიდევ რამდენიმე ასეული, "- აღნიშნა მინისტრმა.
პროგრამის პირველი ფაზა მოიცავს იმ 5000 პაციენტის მკურნალობას, რომელთა ღვიძლის მდგომარეობაც კრიტიკულია. გარდა ამისა, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა და მუშაობა დაავადების ელიმინაციის გრძელვადიან პროგრამაზე. დღეს გამართულ კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ პაციენტთა თემის წარმომადგენლებიც
აღსანიშნავია, რომ ელიმინაციის პროგრამის ჩარჩოში დაწყებული C ჰეპატიტის რეალური მკურალობის პროცესი, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი ამ დაავადების პროფილაქტიკის მიმართულებით. პროგრამის მიმდინაორება შეაფასეს საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალ ალიანსის“(GAHSC) პრეზიდენტმა, დოქტორმა ჟან-ელი მალკინმა, NCDC ის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ და სხვებმა.
„ჩვენი დღევანდელი შეხვედრა შეეხო c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, ეს გამოკვეთილ იქნა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიერ, რადგან ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალურია საქართველოში,რაც შეგვეხება ჩვენ გლობალ ალიანს, დიდი ხანია ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, მორიგი პროექტი კი პირველადი ჯანდაცვის სიტემა იქნება,"-აღნიშნა ჟან-ელი მალკინმა.
მისივე თქმით, „საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, გამოკვეთილი იყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელების პრიორიტეტი. რადგან ქვეყანაში C ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობა ძალიან მაღალია. „გლობალ ალიანსი“ ამ პროექტში დაწყების დღიდან არის ჩართული და ვეხმარებით სამინისტროს რეფორმების წარმატებით განხორციელებაში.
კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იყო „ალიანსის“ მოწვეული ექსპერტების, პროფესორების სტანისლავ პოლისა და იაზდან იაზდანპანას პრეზენტაციები თემებზე: „C ჰეპატიტის აღმოფხვრისაკენ -სტრატეგიების ოპტიმიზაცია“ და „ აივ-ის და C ჰეპატიტის ეპიდემიებზე ინტეგრირებული ინტერვენციების ხარჯთეფექტურობის კვლევა: საქართველოს მაგალითი“.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ეფექტური წამალი,რომლითაც ბევრი პაციენტი განიკურნება, ეს კეთდება იმისთვის, რომ დაავადება საერთოდ აღმოიფრქვას , თავდაპირველად უნდა მოხდეს წამლის დატესტვა, ეს კვლევა სწორედ ამას ემსახურება, "- აღნიშნა პროფესორმა იაზდან იაზდანპანაჰიმმა.
„მსოფლიო მასშტაბით საქართველო ერთ-ერთ სამოდელო ქვეყანად იქცა C პეპატიტის ელიმინაციის გზაზე. მნიშვნელოვანია, რომ სტუმრად არიან ამ დარგის ლიდერი კლინიცისტები. დაავადებთა კონტროლის ცენტრი ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად აწარმოებს საველე სამუშაოებს C პეპატიტის ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევასთან დაკავშირებით. ეს არის დიდი კვლევა, რომელიც 7000 ადამინზე შერჩევითი შემთხვევის პრინციპით ტარდება ქვეყანაში. საველე სამუშაოები მაისში დაიწყო და დღეს უკვე დამთავრებულია ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც არის თბილი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი. დანარჩენ რეგიონებში 9 ივლისიდან იქწყება. საველე სამუშაოების დამტავრდება სადღაც აგვისტოს შუა რიცხვებისთვის ვგეგმავთ.. პარალელურად ლუგარის ცენტრსა და ქუთაისის ზონალურ დიაგნოსტიკულ ლაბრატორიული კვლევები მიმდიანრეობს. დღეისთვის ანტისხეულებზე უკვე გამოკვლეულია 3200 ადამიანი. აგრეთვე პისიარით და გენოტიპით დაახლოებით 150-მდე ნიმუში. ჯერ-ჯერობით ჩვენ არ ვასაჯაროვებთ ციფრებს, რადგან ის შემდეგ პროცესში ისევ შეიცვლება და დარწმუნებული ვარ საინტერესო მონაცემებს მივიღებთ, რომელიც იქნება ბაზისური მონაცემების შემდგომი, ხანგრძლივვადიანი ელიმინაციის პროექტისთვის. ამავე დროს პარალელეურად მიმდინარეობს დიდი ელიმინაციის გეგმის დაწერა. 28 ივლისს არის მსოფლიო ჰეპატიტის დღე. სწორედ იმ დღეს ელიმინაციის პირველ დრაფთს განვიხილავთ,“ - განაცხადა NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
C ჰეპატიტის ელიმინაციის გარდა, ჯანდაცვის სისტემაში შემდეგი პრიორიტეტი, პირველადი ჯანდაცვის სისტემის ამოქმედება და ხარისხის გაუმჯობესება იქნება.„გლობალ ალიანსი“ ამ რეფორმის განხორციელებაში სრულად გაუწევს დახმარებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს,“- განაცხადა მალკინმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„კონფერენციაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის რეფორმის აუცილებლობის მნიშვნელობა მთლიანად ჯანდაცვის სისტემისთვის და ასევე თვითონ სისიეტმაში მიმდინარე რეფორმის შეფასებები“ - განაცხადა ჯანდაცვის მინსიტრმა დავით სერგეენკომ.
საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის გამხორციელებაში, მხარდაჭერას საკონსულტაციო ჯგუფი "გლობალ ალიანსი"(GAHSC) გაუწევს, - ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა ჟან-ელი მალკინმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით თბილისში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.