საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის გამხორციელებაში, მხარდაჭერას საკონსულტაციო ჯგუფი "გლობალ ალიანსი"(GAHSC) გაუწევს, - ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა ჟან-ელი მალკინმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით თბილისში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
მალკინის თქმით, „საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, გამოკვეთილი იყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელების პრიორიტეტი. რადგან ქვეყანაში C ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობა ძალიან მაღალია. „გლობალ ალიანსი“ ამ პროექტში დაწყების დღიდან არის ჩართული და ვეხმარებით სამინისტროს რეფორმების წარმატებით განხორციელებაში.
C ჰეპატიტის ელიმინაციის გარდა, ჯანდაცვის სისტემაში შემდეგი პრიორიტეტი, პირველადი ჯანდაცვის სისტემის ამოქმედება და ხარისხის გაუმჯობესება იქნება.
„გლობალ ალიანსი“ ამ რეფორმის განხორციელებაში სრულად გაუწევს დახმარებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს,“- განაცხადა მალკინმა.
ცნობისთვის, დღეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით თბილისში გამართულ კონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სისტემაში პირველადი ჯანდაცვის ძირეული რეფორმის დაწყების შესახებ განაცხადა.