3 ივლისს, 12.00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელზეც ფესტივალ „არტ-გენის“ დაწყება დაანონსდება.
ორგანიზატორები და მხარდამჭერები ფესტივალის პროგრამისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრებენ. გარდა ამისა, „არტ-გენსა“ და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდება.
წელს ფესტივალის ორგანიზატორებმა მთავარ თემად წიგნი და ბიბლიოთეკა აირჩიეს. შესაბამისად ფესტივალის ფარგლებში ბიბლიოთეკებისა და წიგნის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება დაეთმობა.