ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს განცხადება

ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს განცხადება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ციფრული მაუწყებლობის სააგენტო გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ანალოგური საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა.   9 ივლისს,   დილის 10 საათზე, მაუწყებლობა ანალოგურ ფორმატში შეწყდება  გორში, ბეკამში,  დუშეთსა და ხაშურში,  აგრეთვე გაითიშება გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთისა და მცხეთის  მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო  გადამცემები.

შეგახსენებთ,  რომ ციფრულ ფორმატში ღია საეთერო მაუწყებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით 2015 წლის მარტიდან მიმდინარეობს.

დამატებითი ინფორმაციის მიღება სხვა რეგიონების გათიშვის  შესახებ  შესაძლებელია ტელეეთერის, ცხელი ხაზის,  პრესისა და ვებ გვერდის www.digitaltv.ge -ს  საშუალებით.