დღეს, 1 ივლისს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება 6 ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პრემიერა.
ექვსივე მხატვრული ფილმი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებულია, რომელთა გადაღებაში თიბისი ბანკმა ფინანსური მონაწილეობა მიიღო.
ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად, კინოწარმოებაში ჩაერთო კერძო ბიზნესი. თიბისი ბანკის თანამონაწილეობამ შესაძლებელი გახადა უფრო მეტი ფილმი დაფინანსებულიყო კონკურსის შედეგად.
2014 წელს კინოცენტრის დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საკონკურსო ფონდი თიბისი ბანკმა 100 000 ლარით გაზარდა, რაც სწორედ ამ ახალი ფილმების გადაღებას მოხმარდა.
პრემიერაზე საზოგადოება ნახავს ტატო კოტეტიშვილის( Ogasavara), დათა ფარცხალავას (Father), თამარ შავგულიძის (The First Day), თორნიკე ბზიავას (Wake Man), ვახო ჯაჯანიძისა( Exodus ) და გიორგი წილოსანის (Preparation) ფილმებს.