GWP-სამგორის სათავო ნაგებობაზე ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს

GWP-სამგორის სათავო ნაგებობაზე ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, თბილისის წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის, 22 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, სამგორის სათავე ნაგებობაზე რთულ ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს.

ამ მიზნით, 1 ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით, სამგორის რაიონის ზოგიერთ დასახლებას წყალმომარაგება შემდეგი განრიგის მიხედვით შეუწყდება:

20:00-დან  10:00 საათამდე: დიდ ლილოს, ნასაგურს, წინუბანს, საქნავთისა და ლილოს დასახლებებს, სოფ. გამარჯვებისა და ვარკეთილის მეურნეობის ნაწილს,   ვაზიანის სამხედრო ბაზას.

ღამის 12 საათიდან (00:00)-დან 08:00 საათამდე და 11:00-დან 20:00 საათამდე: ორხევის, სამხედრო და  აეროდრომის დასახლებების ნაწილს, ზემო პლატოს და ალექსეევკის დასახლებებსა და ზოგიერთ ქუჩას.

ღამის 12 საათიდან (00:00)-დან 08:00 საათამდე და 12:00-დან 20:00 საათამდე: ვაზისუბნის მიკრორაიონებს და ვარკეთილის IV მ/რაიონის მე-3 კვარტალს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე -http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.