მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე დაზიანებულ წყალსადენის ქსელზე აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია

მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე დაზიანებულ წყალსადენის ქსელზე აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სადიაგნოსტიკო და საავარიო ბრიგადები უკვე მობილიზებულია ჩუღურეთის რაიონში, მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე. ამ ეტაპზე გადაკეტილია წყალმომარაგება იმ მიზნით, რომ დაზიანებული ქსელი წყლისგან დაიცალოს, რის შემდეგაც, კომპანია ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს დაიწყებს.