საკითხის აქტუალობიდან და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, DG-TV ციფრულ მაუწყებლობის მხარდამჭერი ხდება. კომპანია ამ პროცესს უერთდება და ჩვენს თანამოქალაქეებს გარანტიით, სეთ-თოფ-ბოქსებს სახლში მიუტანს და დაუმონტაჟებს. მათ, ვინც უკვე შეიძინა ციფრული სიგნალის მიმღები სპეციალური ხელსაწყო და გარკვეული მიზეზების გამო ვერ დამონტაჟა იგი, შეუძლია დაურეკოს კომპანიის ცხელ ხაზზე-250-00-10. ინფორმაციის მიღების შემდეგ, DG-TV თანამშრომლები ოპერატიულად მოვლენ თქვენს მიერ დასახელებულ მისამართზე და მინიმალურ დროში დაგიმონტაჟებენ სეთ-თოფ-ბოქსებს.
DG-TV კიდევ ერთ მომსახურებას გთვაზობთ: თუ თქვენ ამ დრომდე ჯერ კიდევ ვერ მოახერხეთ სეთ-თოფ-ბოქსების შეძენა, კომპანია წარმოგიდგენთ საქართველოს ბაზრისთვის ადაპტირებულ, ქართული მენიუს მქონე სეთ-თოფ-ბოქსებსაც. დაზოგეთ დრო და თანხები, დარეკთ ნომერზე 250-00-10 და მიიღეთ გარანტირებული კვალიფიციური მომსახურება.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე 1 ივლისიდან ეტაპობრივად გადადის. ხვალ, დილის ათი საათიდან ანალოგური სიგნალი გაითიშება თბილისსა და მისი მიმდებარე ტერიტორიებზე. რეგიონები კი მომდევნო 6 კვირის განმავლობაში ეტაპობრივად გადავლენ მაუწყებლობის თანამედროვე ფორმატზე.