GWP ყველა ლაბორატორია ISO-17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაციის მფლობელია

GWP ყველა ლაბორატორია ISO-17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაციის მფლობელია

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” სასმელი წყლის ხარისხის მაკონტროლირებელი ყველა ლაბორატორია, რომლებიც  სამგორის, საგურამოსა და ბულაჩაურის სათავე ნაგებობებზეა განთავსებული, ISO-17025 სტანდარტის მიხედვიდვითაა აკრედიტირებული. შესაბამისად, თბილისისა და მცხეთის მოსახლეობისათვის მიწოდებელი სასმელი წყალი, რომელიც უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში კონტროლდება ლაბორატორიების სპეციალისტების მიერ, მთლიანად აკმაყოფილებს ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებსა და  ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. წყლის ხარისხი ასევე კონტროლდება თბილისისა და მცხეთის წყალსადენის გამანაწილებელ ქსელებშიც.

როგორც წესი, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”  სასმელი წყლის ხარისხის კვლევას  ატარებს როგორც მის ქიმიურ, ასევე ბაქტერიოლოგიურ და პარაზიტოლოგიურ ყველა პარამეტრზე.  ჩატარებული ანალიზების თანახმად, თბილისსა და მცხეთაში, სასმელ წყალში ყველა პარამეტრი ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციაზე საგრძნობლად დაბალია. სასმელი წყლის ხარისხის დაცულობის გარანტი, ISO-17025-ის სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაციია, რაც ლაბორატორიებს მკაცრი მოთხოვნების შესრულებას ავალდებულებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”  ლაბორატორიების მუშაობას კოორდიანაციას უწევს ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, რომელმაც  ISO-ს სტანდარტის შესაბამისი ხელახალი აკრედიტაცია (რეაკრედიტაცია) ივნისის თვეში გაიარა.