DG-TV სეთ-თოფ-ბოქსის სახლში მიტანას და მონტაჟს ახორციელებს

DG-TV სეთ-თოფ-ბოქსის სახლში მიტანას და მონტაჟს ახორციელებს

საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე  გადასვლასთან დაკავშირებით, 1  ივლისს დილის ათი  საათიდან ანალოგური სიგნალი  გაითიშება  თბილისსა და  მისი  მიმდებარე  ტერიტორიებზე.  რეგიონები  კი  მომდევნო  6  კვირის  განმავლობაში  ეტაპობრივად  გადავლენ  მაუწყებლობის  თანამედროვე ფორმატზე.

საკითხის  აქტუალობიდან   და მოსახლეობის  ინტერესებიდან  გამომდინარე,  DG-TV  დღეიდან   აღნიშნულ  პროცესს  უერთდება და მომხმარებლებს ციფრული  სიგნალის მიმღები  სპეციალური ხელსაწყოს-სეთ-თოფ-ბოქსის  მონტაჟს სთავაზობს.  მათ,  ვინც  უკვე  შეიძინა ეს ხელსაწყო  და   გარკვეული მიზეზების გამო  ვერ   დაამონტაჟა  იგი,  შეუძლია  დარეკოს  კომპანიის  ცხელ   ხაზზე-250-00-10.   ამის შემდეგ, DG-TV-ს  თანამშრომლები  ოპერატიულად  მოვლენ  დასახელებულ მისამართზე და  მინიმალურ დროში დაამონტაჟებენ სეთ-თოფ-ბოქსებს.

DG-TV კიდევ ერთ  მომსახურებას  გთავაზობთ: თუ  თქვენ ამ  დრომდე  ჯერ  კიდევ  ვერ მოახერხეთ სეთ-თოფ-ბოქსების ყიდვა,  კომპანია  წარმოგიდგენთ  საქართველოს  ბაზრისთვის  ადაპტირებულ,  ქართული  მენიუს  მქონე  სეთ-თოფ-ბოქსებსაც.  

„დაზოგეთ  დრო  და  თანხები,    დარეკთ   ნომერზე 250-00-10  და   მიიღეთ  გარანტირებული კვალიფიციური  მომსახურება,“ – აცხადებენ კომპანიაში.