"ქალები საქართველოდან"(VIDEO)

TBC Artarea TV2.0 წარმოგიდგენთ ლევან კოღუაშვილის დოკუმენტურ ფილმს "ქალები საქართველოდან" (Women From Georgia).

"ქალები საქართველოდან" არის დოკუმენტური ფილმი ქალების შესახებ, რომლებიც არალეგალურად მუშაობენ ამერიკაში და გამომუშავებულ ფულს ოჯახებს საქართველოში უგზავნიან.
ფილმი აღწერს ქართველი ქალების ცხოვრებას ნიუ იორკში და ნიუ ჯერსიში. ყოველ მათგანს აქვს განსხვავებული ისტორია და მოტივაცია.
ეს ქალები არიან დედები, ცოლები, დები, შვილები და ამასთანავე ისინი არიან "ცივილიზებული მონები", რომლებიც გააზრებულად სწირავენ თავიანთ ცხოვრებას საკუთარ ოჯახებს.