30 ივნისს, 15:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში განახლებული დარბაზები გაიხსნება.
თიბისი ბანკის მხარდაჭერით განახლდა და გაიხსნება ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში მდებარე ემიგრაციის დარბაზი, რომელშიც ემიგრანტული ლიტერატურა, მათ შორის უცხოეთიდან ჩამოტანილი არქივები განთავსდა.
პარალელურად, გაიხსნება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამკითხველო დარბაზი და დედაენის დარბაზი.
გახსნის ცერემონიას დაესწრებიან თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.