საქართველოს რკინიგზამ გადაზიდვებზე ტარიფები 20%-ით შეამცირა

საქართველოს რკინიგზამ გადაზიდვებზე ტარიფები 20%-ით შეამცირა

მიმდინარე წლის 1 ივლისიდან  „საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ადგილობრივ და საექსპორტო სატვირთო  გადაზიდვებზე  ტარიფები 20%-ით მცირდება. ცვლილება ეხება, როგორც ადგილობრივ, ასევე  ექსპორტის რეჟიმში მოქცეულ ყველა სახის მშრალი ტვირთის როგორც სავაგონო, ასევე საკონტეინერო გადაზიდვებს. 

აღნიშნული მარკეტინგული გადაწყვეტილება,  სარკინიგზო გადაზიდვების ამ სექტორში კომპანიის გაყიდვების სამომავლო ზრდას გამოიწვევს, ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული პროდუქციის  კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ადგილობრივი წარმოების მოცულობების ზრდას, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე პოზიტიურად აისახება.